ხარჯეთ და შეაგროვეთ თავისუფლად!
თუ გსურთ თანხის საიმედოდ განთავსება, სარგებლის მიღება და ამასთან საკუთარ ფულად სახსრებთან დროში შეუზღუდავი წვდომა, ისარგებლეთ შემნახველი დეპოზიტით და თქვენი სურვლისამებრ შეუზღუდავად განკარგეთ საკუთარი თანხა.
მობრძანდით, გახსენით სილქ როუდ ბანკში შემნახველი დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია!
შემნახველი დეპოზიტის ძირითადი პირობები:
- ვალუტა - GEL / USD;
- დეპოზიტის მინიმალური თანხა - არ არის შეზღუდული;
- დეპოზიტის მაქსიმალური თანხა - არ არის შეზღუდული;
- მინიმალური ნაშთი - დეპოზიტის ანგარიშზე თვის მანძილზე დაფიქსირებული მინიმალური ნაშთი;
- ნაშთების სხვაობა - სხვაობა მინიმალურ ნაშთსა და ყოველი დღის ფაქტიურ ნაშთს შორის;
- ვადა - უვადო;
- საპროცენტო სარგებელი ანგარიშდება როგორც მინიმალურ ნაშთზე, ისე ნაშთების სხვაობაზე რთული პროცენტის წესით და ყოველი თვის ბოლო რიცხვში ემატება დეპოზიტი სძირითად თანხას;
დამატებითი პირობები და მომსახურების ტარიფები:
- თუ ერთი თვის განმავლობაში (არასრული თვე არ გაითვალისწინება) დეპოზიტის მინიმალური ნაშთი მცირეა 400 GEL / 200 USD -ზე, მაშინ ყოველი თვის ბოლო დღეს დეპოზიტიდან მოხდება 1 ლარის (ექვივალენტის) ოდენობით საკომისიოს ჩამოჭრა;
- დეპოზიტის განაღდების საკომისიო შემოტანილი ნაღდი თანხის ფარგლებში - უფასო;
- დეპოზიტის განაღდების საკომისიო ჩარიცხული თანხის ფარგლებში- ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს. ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.