საგადახდო დავალების მიღების და შესრულების ვადები
ბანკის სისტემის შიგნით:
ნებისმიერ ვალუტაში მიღებული დავალება სრულდება იმავე სამუშაო დღეს;
ბანკის სისტემის გარეთ:
ეროვნულ ვალუტაში სამუშაო დღის მანძილზე მიღებული დავალება სრულდება არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
უცხოურ ვალუტაში სამუშაო დღის მანძილზე მიღებული დავალება საერთაშორისო საგადახდო სისტემას შესასრულებლად გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა.
დისტანციური არხებით შემოსული საგადახდო დავალების მიღების და შესრულების ვადები
ბანკის სისტემის შიგნით:
ეროვნულ ვალუტაში შემოსული დავალებასრულდება იმავე სამუშაო დღეს;
უცხოურ ვალუტაში 16:30 სთ-მდე შემოსული დავალება ითვლება მიმდინარე თარიღში მიღებულად და სრულდება იმავე სამუშაო დღეს;
ბანკის სისტემის გარეთ:
ეროვნულ ვალუტაში 16:30 სთ-მდე მიღებული დავალება ითვლება მიმდინარე თარიღში მიღებულად და სრულდება არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
ეროვნულ ვალუტაში 16:30 სთ-ის შემდეგ შემოსული დავალება ითვლება მომდევნო საბანკო დღეს მიღებულად და სრულდება არაუგვიანეს მიღების მომდევნო საბანკო დღისა;
უცხოურ ვალუტაში 16:30 სთ-მდე შემოსული დავალება ითვლება მიმდინარე თარიღში მიღებულად და საერთაშორისო საგადახდო სისტემას შესასრულებლად გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
უცხოურ ვალუტაში 16:30 სთ-ის შემდეგ შემოსული დავალება ითვლება მომდევნო საბანკო დღეს მიღებულად და საერთაშორისო საგადახდო სისტემას შესასრულებლად გადაეცემა მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
საგადახდო დავალების შესასრულებლად აუცილებელი რეკვიზიტები
ბენეფიციარის დასახელება
ბენეფიციარის მისამართი (მხოლოდ სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში)
ბენეფიციარის ანგარიშის ნომერი / IBAN
ბენეფიციარი ბანკის დასახელება
ბენეფიციარი ბანკის SWIFT კოდი
შუამავალი ბანკის დასახელება (მხოლოდ სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში)
შუამავალი ბანკის კოდი (მხოლოდ სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში)
შენიშვნა:
ვალუტის კონვერტაცია (გარდა პლასტიკური ბარათებით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ვალუტის კონვერტაციისა) ხორციელდება ბანკის კომერციული გაცვლითი კურსით, დამატებითი საკომისიოს გარეშე. ბანკის კომერციული გაცვლითი კურსები მითითებულია მომსახურების სივრცეში განლაგებულ ტაბლოზე და ბანკის ვებგვერდზე;
§პლასტიკური ბარათებით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ვალუტის კონვერტაცია ხორციელდება ოფიციალური გაცვლითი კურსით და კონვერტაციის საკომისიო შეადგენს 1%;
უცხოური ვალუტის გადარიცხვის შემთხვევაში უცხოური შუამავალი ბანკის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს საკომისიოს დაკავება.
სს,,სილქ როუდ ბანკი" საიდენტიფიკაციო კოდი: 201955027.
რეგისტრაცია N2/5-98.
მისამართი: თბილისი ზაარბრუკენის მოედანი N2.
ტელ:2 242 242; ელ.ფოსტა: posta@silkroadbank.ge; ვებ: www.silkroadbank.ge;
საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი www.nbg.gov.ge;
საზედამხედველო ორგანო არ არის პასუხისმგებელი ბანკის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.