
გახსენით დეპოზიტი ვადებისა და აუცილებელი ყოველთვიური შენატანის გარეშე.
მობრძანდით, გახსენით სილქ როუდ ბანკში მოთხოვნამდე დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია!
მოთხოვნამდე დეპოზიტის ძირითადი პირობები:
- ვალუტა - GEL / USD;
- დეპოზიტის მინიმალური თანხა - არ არის შეზღუდული;
- დეპოზიტის მაქსიმალური თანხა - არ არის შეზღუდული;
- მინიმალური ნაშთი (მინიმალური თანხა, რომელსაც ერიცხება პროცენტი) - 400 GEL / 1500 USD;
- ვადა - უვადო;
- საპროცენტო სარგებელი ანგარიშდება რთული პროცენტის წესით და ყოველი თვის ბოლო რიცხვში ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას;
- იმ შემთხვევაში თუ დეპოზიტის ნაშთი 6 თვის განმავლობაში არ აღემატება მინიმალურ ნაშთს და ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტზე არ განხორციელებულა აქტიური ოპერაციები, მაშინ ყოველთვიურად (თვის ბოლო დღეს) განხორციელდება დეპოზიტის მომსახურების საკომისიოს მიღება 1 ლარის ოდენობით, ანგარიშზე აქტიური ოპერაციის შესრულებამდე;
-
დეპოზიტის განაღდების საკომისიო შემოტანილი ნაღდი თანხის ფარგლებში - უფასო;
-
დეპოზიტის განაღდების საკომისიო ჩარიცხული თანხის ფარგლებში - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა
ძვირფასო მომხმარებლებო,
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge