მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




ინტერნეტ ბანკი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში ბანკში მიუსვლელად, აწარმოეთ თქვენთვის საჭირო საბანკო ოპერაციები, გახსენით მიმდინარე ანგარიშები, დეპოზიტები, შეუკვეთეთ სადებეტო ბარათები, მოითხოვეთ სესხი ან საკრედიტო ბარათი.

ინტერნეტ ბანკის პროდუქტის გააქტიურება შესაძლებელია, როგორც ბანკის სერვის ცენტრში, ისე დისტანციურად.

დისტანციურად რეგისტრაციისთვის აუცილებელია, იყოთ სილქ როუდ ბანკის კლიენტი და გქონდეთ ფინანსური ნომერი. რეგისტრაციის პროცესის დასაწყებად უნდა შეხვიდეთ მისამართზე www.silkonline.ge. აირჩიოთ ღილაკი რეგისტრაცია"და მიყვეთ ინსტრუქციას.




ინტერნეტ ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას :

 


  • მართოთ საკუთარი ანგარიშები:
    • მიიღოთ ინფორამცია ანგარიშების, ბალანსის, ხელმისაწმვდომი ნაშთის, დაბლოკილი თანხების შესახებ
    • გააკეთოთ ამონაწერი
    • მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი საბანკო პროდუქტების შესახებ (სესხები, დეპოზიტები, საკრედიტო/ სადებეტო ბარათები)
    • მოძებნოთ ტრანზაქცია მარტივად ფილტრების საშუალებით

  • გადარიცხოთ თანხა:
    • როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ასევე სხვის ანგარიშზე, თქვენთვის სასურველ ვალუტაში.
    • სილქ როუდ ბანკის კლიენტების სასარგებლოდ მარტივად, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით
    • ბიუჯეტში
    • გაიმეოროთ გადარიცხული თანხა

  • მიიღოთ ინფორამცია ვალუტის კურსების შესახებ და შეასრულოთ კონვერტაცია სპეც კურსით

  • შეავსოთ მობილურის ბალანსი და მარტივად გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები

  • მოითხოვოთ საბანკო პროდუქტები ონლაინ:
    • გახსნათ დამატებითი მიმდინარე ანგარიში
    • შეუკვეთოთ ბარათი არსებულ ან/და ახალ ანგარიშზე
    • გახსნათ ანაბარი
    • მოითხოვოთ სესხი ან და საკრედიტო ბარათი

  • ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ცნობარით და შეიტყოთ:
    • ვალუტების კურსები, კურსის ცვლილების ისტორია
    • ბანკების ცნობარი
    • სილქ როუდ ბანკის ფილიალებისა და ბამკომატების მისამართები
    • სილქ როუდ ბანკში მიმდინარე სიახლეებისა და ახალი პროდუქტების შესახებ.
ინტერნეტბანკის მომსახურება ტარიფი
მინიმალური პაკეტი * – რეგისტრაცია უფასო
მომსახურების ყოველთვიური საკომისიო უფასო
სტანდარტული პაკეტი ** (ავთენტიფიკაცია SMS კოდით) – რეგისტრაცია უფასო
მომსახურების ყოველთვიური საკომისიო უფასო
მაქსიმალური პაკეტი *** (ავთენტიფიკაცია დიჯიპას მოწყობილობით) – რეგისტრაცია 50 GEL
მომსახურების ყოველთვიური საკომისიო უფასო
ინტერნეტ ბანკის სისტემაში შესასვლელი პაროლის აღდგენა უფასო




* მინიმალური პაკეტით შესაძლებელია ოპერაციები აწარმოოთ მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის, გადაიხადოთ კომუანლური გადახდები და შეავსოთ მობილური ბალანსი


** სტანდარტული პაკეტით შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით დაშვებული ნებისმიერი ოპერაციის შესრულება. ოპერაციის დასამოწმებლად მოითხოვება SMS კოდი


*** მაქსიმალური პაკეტით შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით დაშვებული ნებისმიერი ოპერაციის შესრულება. ოპერაციის დასამოწმებლად მოითხოვება დიჯიპასი

ინტერნეტ ბანკის უსაფრთხოება:

 

დისტანციური/ციფრული სერვისების გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამისთვის ბანკში მოქმედებს ინტერნეტ უსაფრთხოების მაღალი ნორმები. ინტერნეტ ბანკში უსაფრთხოდ მუშაობისთვის გვინდა რამდენიმე ძირითადი რჩევა თქვენც გაგიზიაროთ:


  • ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას დარწმუნდით რომ იმყოფებით სილქ როუდ ბანკის დაცულ გვერდზე: . დაცული გვერდი ყოველთვის იწყება: https:// და აქვს ბოქლომის ნიშანი. თუ რომელიმე სიმბოლო სხვანაირად წერია, ეს ნიშნავს რომ ვებ-გვერდი ყალბია.
  • გაითვალისწინეთ რომ სილქ როუდ ბანკი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით არასდროს მოგთხოვთ თქვენს პირად მონაცემებს, ინტერნეტ ბანკის სისტემაში შესასვლელ პაროლს და ა.შ. თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი ინფორმაციის შემცველ წერილს, დაუყონებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 2242-242 და გვაცნობეთ აღნიშნული საკითხი.
  • ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შესაძლებელია ასევე მიიღოთ ვირუსების შემცველი წერილი, აქედან გამომდინარე დაეჭვდით, თუ გამომგზავნი თქვენთვის უცნობია, თუ ელ-ფოსტა ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ანდა შეიცავს შეცდომებს, არ გხსნათ წერილი და წაშალეთ დაუყოვნებლივ
  • სისტემაში შესასვლელად საჭირო ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ცნობილი მხოლოდ თქვენთვის, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის პრობლემები. თუ თქვენი მონაცემები ცნობილი იქნება სხვისთვის და მოხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სილქ როუდ ბანკი იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
  • მოერიდეთ პაროლებს, რომლებიც შესაძლებელია სხვისთვის ადვილად გამოსაცნობი იყოს. მაგ. თქვენი დაბადების თარიღი, ზედმეტსახელი და ა.შ. ბევრი მომხმარებელი ფიქრობს რომ თუ პაროლი იქნება რთული აგებულების, შესაძლოა მათ ეს დაავიწყდეთ. აქედან გამომდინარე ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, გამოიყენოთ ადვილად დასამახსოვრებელი სიტყვა, მიაბათ ციფრები და გექნებათ პაროლი რომელიც სხვისთვის რთულად ამოსაცნობი იქნება.
  • ინტერნეტ ბანკის სისტემაში სამუშაოდ ნურასდროს გამოიყენებთ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ (ინტერნეტ კაფის კომპიუტერები), ან ნებისმიერ სხვა კომპიუტერს, თანამედროვე ანტივირუსის უზრუნველყოფის გარეშე.
  • აუცილებლად გამოიყენეთ ანტივირუსი.
  • ინტერნეტ ბანკის სისტემიდან გამოსვლა რეკომენდირებულია მოხდეს „გამოსვლა" ღილაკზე დაჭერით.

  • გთხოვთ, კარგად გაათვითცნობიეროთ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ შეტევის მსხვერპლი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას და აუცილებლად გადაამოწმეთ ყველაფერი, რაც ოდნავ ეჭვს მაინც ბადებს. მხოლოდ ასე შეძლებთ დაიცვათ თავი კიბერ თავდასხმისგან და მინიმუმამდე შეამციროთ რისკები.

     

    ინტრენეტ ბანკში უსაფრთხო მუშაობისთვის:

     

    ზოგადი პრინციპები:


    • სერვისზე ონლაინ რეგისტრაციისას მოწმდება მითითებული ინფორმაციის სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევათ ინტერნეტბანკის სერვისით სარგებლობის საშუალება
    • დაცულია თქვენი მომხმარებლის სახელის და პაროლის უნიკალურობა
    • ანგარიშიდან გადარიცხვები (გარდა საკუთარ ანგარიშებს შორის ოპერაციებისა) საჭიროებს ავტორიზაციას, ანუ დადასტურებას მხოლოდ თქვენთვის ცნობილი კოდით.

     

    ავთენტიფიკაციის მეთოდები:


    • სილქ როუდ ბანკის ინტერნეტ ბანკში არსებობს ტრანზაქციების დადასტურების ორი მეთოდი
      • ავტორიზაცია SMS კოდით
      • ავტორიზაცია eCode Device -ით (ელექტრონულ მოწყობილობა, რომელიც აგენერირებს ერთჯერადი გამოყენების უნიკალურ კოდებს, შემდგომში- დიჯიპასი)
    • ერთჯერადი SMS კოდი ცვლადია და ყოველი ტრანზაქციისთვის ხელახლა გენერირდება. კოდი იგზავნება თქვენს მიერ ბანკისთვის წინასწარ გაცხადებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. ამგვარი მეთოდი გულისხმობს საშუალო დონის ავთენტიფიკაციას
    • უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება eCode მოწყობილობის საშუალებით
    • არჩევანი, თუ რომლის გამოყენება გსურთ, შესაძლებელია თავად გააკეთოთ და გაზარდოთ ინტერნეტ ბანკის უსაფრთხოება;
    • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავთენტიფიკაციის ორივე შემთხვევაში თქვენი უსაფრთხოება დაცულია მსოფლიოში აღიარებული ინტერნეტ ტრანზაქციების უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

    ორ ფაქტორიანი ავტენტიფიკაციის მიზანია უზრუნველყოს თქვენი დაცულობა ინტერნეტ ბანკის სისტემაში.


    აღნიშნული მეთოდით ხდება თქვენი დისტანციური ავთენტიფიკაცია ორი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტის გამოყენებით, კერძოდ:


    I. „ცოდნის" კატეგორია - ის რაც მხოლოდ თქვენ იცით, რომლის ელემენტია ინტერნეტ ბანკის სისტემაში შესასვლელი თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი ერთობლივად


    II. „ფლობის" კატეგორია - ის რასაც მხოლოდ თქვენ ფლობთ, ამ კატეგორიის ელემენტია დიჯიპასი ან ბანკში თქვენს მიერ დაფიქსირებულ ფინანსურ ნომერზე მიღებული ერთჯერადი კოდი


    მხოლოდ ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გავლით შეძლებთ:


  • ინტერნეტ ბანკში შესვლას
  • 90 დღეზე მეტი ხანდაზმულობის ტრანზაქციების / ამონაწერის ნახვას
  • სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას
  • კომუნალურების კალათით 500 ლარს ზემოთ საყოფაცხოვრებო სერვისების და სხვა მომსახურების გადახდას
  • არსებული პაროლის შეცვლას

  • ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია უფრო მეტად ზრდის თქვენს უსაფრთხოებას დისტანციური სერვისების გამოყენებისას.



     
     


    საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK