მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




სიახლეები
  •  
    სააღდგომო დასვენების დღეები
    თარიღი 16/04/2020
    ძვირფასო მომხმარებელო!  

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 17, 18, 19 და 20 აპრილი დასვენების დღეებია სილქ როუდ ბანკში. ბანკი მომსახურებას განაახლებს 21 აპრილიდან. 

    სილქ როუდ ბანკი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
    ვრცლად

     

  •  
    განცხადება, ფიზიკური პირების სესხებზე საშეღავათო პერიოდის გამოცხადებასთან დაკავშირებით
    თარიღი 17/03/2020

     

    სილქ როუდ ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, მომხმარებელ ფიზიკურ პირებს შევთავაზოთ სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე. საშეღავათო პერიოდი გავრცელდება მარტის, აპრილის და მაისის ყოველთვიურად შესატან სრულ თანხებზე, როგორც ძირზე ასევე პროცენტზე. აღნიშნული ნაბიჯით ვცდილობთ ადამიანებს შევუმსუბუქოთ კორონავირუსისგან გამოწვეული შესაძლო ზარალი.

     


    ხშირად დასმული კითხვები:

     

    1. ვისზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი?

    ყველა ფიზიკურ პირზე, გარდა იმ პირებისა რომლებსაც არ უფიქსირდებათ გრძელვადიანი ვადაგადაცილება.

     

    2. რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?

     

    - SilkLoan Plus სესხებს
    - სილქ კრედიტ სესხებს
    - სამომხმარებლო სესხებს
    - იპოთეკურ სესხებს
    - საკრედიტო ბარათებს
    - ფიზიკურ პირებზე გაცემულ მიკრო ბიზნეს სესხებს
    - განვადებებს
    - დეპოზიტით უზრუნველყოფილგრაფიკიან სესხებს

     

    3. SilkLoan სესხებს შეეხებათ თუ არა საშეღავათო პერიოდი?

    SilkLoan სესხებზე საშეღავათო პერიოდი არ გავრცელდება, რადგან აღნიშნული კრედიტი არის 1 თვიანი და ითვალისწინებს გადავადების ოფციას, მაგრამ თქვენ მოგეცემათ საშუალება მარტის ბოლომდე გადაფაროთ SilkLoan სესხი გრაფიკიანი SilkLoan Plus სესხით, რომელზეც გავრცელდება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი (მაქსიმალური ვადა 48 თვე).

     

    4. რომელ პროდუქტებს არ შეეხება საშეღავათო პერიოდი?

    საშეღავათო პერიოდი არ შეეხებათ ოვერდრაფტებს და SilkLoan სესხებს (SilkLoan სესხის გრაფიკიანი SilkLoan Plus სესხით გადაფარვის შემთხვევაში მოგეცემათ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალება).

     

    5. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი საკრედიტო ბარათებზე?
    დიახ ვრცელდება. ყველა საკრედიტო ბარათზე მინიმალური გადასახადის დაანგარიშება მოხდება ივნისში. დაანგარიშდება მთლიან პერიოდზე დაგროვილი პროცენტი და ძირი თანხის 10%. ამასთან, უპროცენტოდ სარგებლობისთვის განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის ცვლილება არ მოხდება.

     

    6. რა იგულისხმება 3 თვიან საშეღავათო პერიოდში?

    - მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადახდის თარიღი ჯერ არ დამდგარა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს მარტის, აპრილის და მაისის თვეების გადასახდელებზე.გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი უარს განაცხადებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახდელებს.

    - მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და უკვე განახორციელეს გადახდა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს აპრილის, მაისის და ივნისის თვეების გადასახდელებზე.
    - მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადაუხდელობის გამო იმყოფებიან ვადაგადაცილებაში, გაუნულდებათმარტის თვის განმავლობაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, ასევე დაუკორექტირდებათ გადახდის გრაფიკი, გადაუვადდებათ მარტის თვის ვადაგადაცილებული შენატანიც და შესაბამისად გაუქმდება ვადაგადაცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი უარს განაცხადებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახდელებს.
    - მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვემდე უკვე იმყოფებოდნენ ვადაგადაცილებაში, გადაუვადდებათ მაისის ჩათვლით გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაუცილებელი შენატანები. სესხი დარჩება ვადაგადაცილებაში, პირგასამტეხლოს კორექტირება არ მოხდება, თუმცაასეთ მომხმარებლებს გაუადვილდებათ გრაფიკზე დაწევა, რადგან ივნისამდე არ დაემატებათ ახალი გადასახდელი.

     

    7. რა პირობებით უნდა მოხდეს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადავადებული ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვა?

    სესხის მოქმედების ვადა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის შესაბამისად, ხოლო გადავადებული ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი გადანაწილდება სესხის გაზრდილ ვადაზე, ისე რომ საშეღავაღო პერიოდის გასვლის შემდგომ გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი თანხა მაქსიმალურადმიახლოვებული იქნება საშეღავათო პერიოდის დაწესებამდე არსებულ ყოველთვიურადგადასახდელ თანხასთან.

    მაგალითად:

    თუ სესხზე გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანი შეადგენს 280 ლარს და გადაგივადათ მარტის, აპრილის და მაისის შენატანები სესხებზე, რა ვადაშიც სესხზე დარიცხულმა პროცენტმა შეადგინა 370 ლარი. ივნისის თვეში ახალი გრაფიკით გათვალისწინებულ პირველ შენატანი, რომელიც მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება თავდაპირველი გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიურ შენატანთან სრულად მიიმართება დაგროვილი პროცენტის დასაფარად. შესაბამისად გაიზრდება სესხის მოქმედების ვადა, მაქსიმუმ 4 თვის ვადით.

     

    8. გრძელდება თუ არა საშეღავათო პერიოდში სესხზე პროცენტის დარიცხვა?

    დიახ, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება საშეღავათო პერიოდში.

     

    9. შეიცვლება თუ არა სესხზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი?

    არა, საპროცენტო განაკვეთი დარჩება უცვლელი.

     

    10. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ?

    ყველა მომხმარებელგაეგზავნება მოკლე ტექსტურ შეტყობინება.

     

    11. რა პროცედურით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა?

    მომხმარებლებისთვის საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდება ავტომატურად, გარდა იმ პირებისა, ვინც შესაბამის ვადაში უარს განაცხადებენ საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე.

     

    12. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, ვისაც არ სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?

    მომხმარებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იმავე შეტყობინებაზე უნდა მოიწეროს უარის კოდი „NO” ან მიმართოს სატელეფონო ცენტრს რომ არ სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

     

    13. თუ მომხმარებელს აქვს რამოდენიმე სესხი, შეძლებს თუ არა ის აირჩიოს რომელ სესხზე სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა და რომელზე არა?

    არა, ყველა სესხზე ვრცელდება ერთიდაიგივე მიდგომა გარდა შემთხვევებისა როდესაც მომხმარებელი სხვა საკრედიტო პროდუქტთან ერთად სარგებლობს SilkLoan სესხით, ასეთ მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით პარალელურ სხვა საკრედიტო პროდუქტზე SilkLoan სესხის გრაფიკიანი SilkLoan Plus სესხით გადაფარვის გარეშე.

     

    14. დაეკისრება თუ არა მომხმარებელს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო?

    იმ მომხმარებლებს, რომლებიც ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით, იგივე პერიოდში სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში არ დაეკისრებათ წინსწრებით დაფარვის საკომისიო ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში. სესხის წინსწრებით დასაფარად აუცილებელია მიმართოთ ბანკს.

     

    15. რა თარიღამდე გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?

    საშეღავათო პერიოდი ვრცელდება მიმდინარე წლის13 მარტის ჩათვლით გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე.


     

    ვრცლად

     

  •  
    Silk Credit - ინოვაციური სამომხმარებლო სესხი
    თარიღი 13/02/2020

    ინოვაციური შეთავაზება მხოლოდ Silknet - სილქნეტის და სილქ როუდ ბანკის მომხმარებლებისთვის, აიღე სესხი უმარტივესად, შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურების გარეშე!

    აისრულე სურვილები 30 წუთში! 
    ვრცლად

     

  •  
    რჩევები ინტერნეტ თაღლითობისგან თავის დასაცავად
    თარიღი 23/07/2019

    ძვირფასო მომხმარებელო!


    გვსურს გაგაფრთხილოთ, გახშირდა ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევები, რომლის დროსაც ინტერნეტ და სოციალურ ქსელში სს სილქ როუდ ბანკის სახელით ვრცელდება ყალბი შემოთავაზებები.


    აღნიშნული გახლავთ ონლაინ თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა „ფიშინგი",რომლის მიზანიც არის ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური და კონფიდენციალური მონაცემების მოპოვება. „ფიშინგის"შემთხვევაში ბოროტმოქმედი თავს ასაღებს თქვენთვის ნაცნობ ორგანიზაციად/საიტად, რომელსაც ზუსტად იგივე დიზაინი აქვს, როგორიც რეალურს (თქვენთვის ნაცნობი და სანდო). საიტზე ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ბარათის ნომერი, პირადი ნომერი და სხვა) გადადის თაღლითების ხელში და შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის.


    გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ მიღებულ ელექტრონულ წერილებს, თუნდაც ის ერთი შეხედვით საიმედო წყაროდან იყოს მოწერილი. დიდი ალბათობით გამომგზავნი შეიძლება იყოს ბანკი ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაცია.


    როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან?


    · ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას, ასევე პირადი ინფორმაციის, მაგ. ბარათის ნომრის შეყვანისას დარწმუნდით რომ იმყოფებით სილქ როუდ ბანკის დაცულ გვერდზე. დაცული გვერდი ყოველთვის იწყება: https:// და აქვს ბოქლომის ნიშანი. თუ რომელიმე სიმბოლო სხვანაირად წერია, ეს ნიშნავს რომ ვებ-გვერდი ყალბია.


    · მაქსიმალურად შეზღუდეთ ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, ფორუმებზე და სხვა ინტერნეტ რესურსებზე. რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ თქვენზე, მით უფრო გაუადვილდება კიბერ-დამნაშავეს თქვენი მახეში გაბმა.


    · თუ მიიღებთ მეილს, რომელიც გთხოვთ, რომ გადახვიდეთ ვებ-ბმულზე ან გახსნათ მიმაგრებული დოკუმენტი (თუნდაც ვორდის დოკუმენტი, რომლის გახსნის შემდეგ არის მოთხოვნა/მითითება რომ გაჰყვეთ ინსტრუქციას, ან გადახვიდეთ ლინკებზე), გადაამოწმეთ შეტყობინების აუთენტურობა გამომგზავნთან.


    · აუცილებლად გამოიყენეთ ანტივირუსი.


    · არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას ან მისი შინაარსი დაუჯერებლად საინტერესო ან მიმზიდველია (მაგ. „50.000 GEL საჩუქარი მე გელოდებით ბოლო დღე 23.07.2019"), რეალურად ასეთი ტიპის აქციების ბმულები არის თაღლითური ვებ გვერდები, რომლის საშუალებითაც ხდება ბარათის მონაცემების მოპოვება და თქვენი თანხების მითვისება).


    · დაეჭვდით, თუ ელ-ფოსტა ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ანდა შეიცავს შეცდომებს.


    გთხოვთ, კარგად გაათვითცნობიეროთ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ შეტევის მსხვერპლი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას და აუცილებლად გადაამოწმეთ ყველაფერი, რაც ოდნავ ეჭვს მაინც ბადებს. მხოლოდ ასე შეძლებთ დაიცვათ თავი კიბერ თავდასხმისგან და მინიმუმამდე შეამციროთ რისკები.


    ვრცლად

     





 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK