მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




სიახლეები
  •  
    გადამხდელთა იდენტიფიკაცია / ვერიფიკაცია
    თარიღი 13/01/2021
    ძვირფასო მომხმარებლებო!

    გაცნობებთ, რომ 2021 წლის 15 იანვრიდან იცვლება თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით გადახდის განხორციელების წესები, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გადახდის შესრულებისას სავალდებულო ხდება გადამხდელის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია. იმისათვის, რომ შეფერხების გარეშე შეძლოთ თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით სასურველი მომსახურების მიღება, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მომსახურე ბანკს თქვენი პერსონალური მონაცემების განახლების მიზნით.

    გადამხდელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საჭიროა შემდეგ ოპერციებზე:

    - აზარტული თამაშები და ლატარია
    - ონლაინ თამაშები
    - დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები
    - ფინანსური სერვისები, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და
       სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები
    - ინტერნეტ მარკეტინგი
    - ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
    - ტურისტული მომსახურება
    - ქსელური მარკეტინგი
    - ქველმოქმედება
    - საკონსულტაციო მომსახურება
    - პოლიტიკური პარტიები
    - უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2 242 242


    ვრცლად

     

  •  
    ბარათით გადახდის ოპერაციების ცვლილება
    თარიღი 05/01/2021
    ძვირფასო მომხმარებლებო!

    გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2020 წლის 02 სექტემბრის № 156/04 ბრძანებით დამტკიცებული ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის მოთხოვნების შესაბამისად დროებით შეიზღუდა პლასტიკური ბარათით შესრულებული გადახდის ოპერაციები მაღალი რისკის ობიექტებში, კერძოდ:

    - გემბლინგი;
    - ელექტრონული საფულე;
    - საქველმოქმედო ორგანიზაციები;
    - პოლიტიკური ორგანიზაციები;

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2 242 242.
    ვრცლად

     

  •  
    მომსახურების საათების განახლება
    თარიღი 01/06/2020
    ძვირფასო მომხმარებლებო!

    გაცნობებთ, რომ სილქ როუდ ბანკი დაუბრუნდა მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტულ საათებს. ბანკის მომსახურების მიღება თქვენ შეგიძლიათ ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00. 
    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2 242 242.
    ვრცლად

     

  •  
    განახლებული ინტერნეტ ბანკი
    თარიღი 19/05/2020

    ძვირფასო მომხმარებლებო!


    განახლებული ინტერნეტ ბანკი თქვენს ურთიერთობას სილქ როუდ ბანკთან ბევრად კომფორტულს გახდის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ოპერაციის დადასტურებისთვისთვის SMS კოდი ან დიჯიპასი. დროის და ენერგიის დაზოგვასთან ერთად, სტანდარტული სერვისების გარდა, ბანკში მიუსვლელად თქვენ შეძლებთ :


    • - დისტანციურად საბანკო პროდუქტების მოთხოვნას:
      • - დამატებითი ანგარიშის გახსნას
      • - სადებეტო ბარათის დამზადებას
      • - ანაბრის გახსნას
      • - სესხისა და საკრედიტო ბარათის მოთხოვნას
    • - ვალუტის კონვერტაციას სპეც კურსით
    • - პირადი ნომრით გადარიცხვას (სილქ როუდ ბანკის კლიენტებთან)
    • - კომუნალური კალათის შექმნას და ერთიანად გადახდას
    • - ტრანზაქციის მოძიებას დანიშნულებისა და თარიღის მიხედვით
    • - გადარიცხული თანხის გამეორებას.

    • იხილეთ განახლებული ტარიფები.


    ვრცლად

     





 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK