მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




სიახლეები
  •  
    3D უსაფრთხოების სერვისი
    თარიღი 06/04/2021
    ძვირფასო მომხმარებლებო,

    გაცნობებთ, რომ მომხმარებელთა მეტი უსაფრთხოების მიზნით, 2021 წლის 12 აპრილიდან სილქ როუდ ბანკის ყველა საბანკო ბარათზე ავტომატურად გააქტიურდება ბარათის უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმი - 3D უსაფრთხოების სერვისი და ინტერნეტ გადახდის დადასტურება საჭირო იქნება თქვენს ფინანსურ ან სმს ბანკის ნომერზე სმს-ით მიღებული ერთჯერადი კოდით. 3D უსაფრთხოების სერვისი იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვებისას მესამე პირის მიერ ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან.


    3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობა უფასოა და მოქმედებს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც აქვს „VISA SECURE” ანდა „Verified by VISA" მხარდაჭერა.


    ონლაინ შესყიდვის შესრულებისას, სმს-ით მიღებული დადასტურების ერთჯერადი 3D კოდის სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, თქვენ დროებით ვერ შეძლებთ ონლაინ შესყიდვის ოპერაციის შესრულებას, ვინაიდან ბარათი დროებით, 30 წუთით დაიბლოკება 3D უსაფრთოების სისტემაში, ხოლო ზედიზედ სამჯერ დროებითი დაბლოკვის შემთხვევაში ონლაინ შეყიდვების განხორციელებას შეძლებთ მხოლოდ სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით ან ბანკში ვიზიტის შემდეგ.


    3D უსაფრთოების სისტემაში დაბლოკვა ვრცელდება მხოლოდ ინტერნეტით შესრულებულ ონლაინ შესყიდვის ოპერაციებზე, სხვა საბარათე ოპერაციების განხორციელებას შეძლებთ შეფერხების გარეშე.


    3D კოდის სიმბოლოების რაოდენობა არის 6 და ის ვალიდურია 1 სესიის პერიოდში (10 წუთის განმავლობაში).



    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2 242 242.

    ვრცლად

     

  •  
    ორ ფაქტორიანი, ძლიერი ავთენტიფიკაცია
    თარიღი 16/03/2021

    ძვირფასო მომხმარებბო,


    2021 წლის 22 მარტიდან ეროვნული ბანკის რეგულაციის თანახმად სავალდებულო ინტერნეტ ბანკით სარგებლობისათვის ძლიერი ავთენტიფიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო წვდომას საბანკო ინფორმაციასა და ოპერაციებზე.


    აღნიშნული მეთოდით მოხდება თქვენი დისტანციური ავთენტიფიკაცია ორი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტის გამოყენებით, კერძოდ:


    I. „ცოდნის" კატეგორია - ის რაც მხოლოდ თქვენ იცით, რომლის ელემენტია ინტერნეტ ბანკის სისტემაში შესასვლელი თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი ერთობლივად;


    II. „ფლობის" კატეგორია - ის რასაც მხოლოდ თქვენ ფლობთ, ამ კატეგორიის ელემენტია დიჯიპასი ან ბანკში თქვენს მიერ დაფიქსირებულ ფინანსურ ნომერზე მიღებული ერთჯერადი კოდი.


    მხოლოდ ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გავლით შეძლებთ:


    ინტერნეტ ბანკში შესვლას

    90 დღეზე მეტი ხანდაზმულობის ტრანზაქციების / ამონაწერის ნახვას

    სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას

    კომუნალურების კალათით 500 ლარს ზემოთ საყოფაცხოვრებო სერვისების და სხვა მომსახურების გადახდას

    არსებული პაროლის შეცვლას.


    ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია უფრო მეტად ზრდის თქვენს უსაფრთხოებას დისტანციური სერვისების გამოყენებისას.

    ვრცლად

     

  •  
    გადამხდელთა იდენტიფიკაცია / ვერიფიკაცია
    თარიღი 13/01/2021
    ძვირფასო მომხმარებლებო!

    გაცნობებთ, რომ 2021 წლის 15 იანვრიდან იცვლება თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით გადახდის განხორციელების წესები, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გადახდის შესრულებისას სავალდებულო ხდება გადამხდელის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია. იმისათვის, რომ შეფერხების გარეშე შეძლოთ თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით სასურველი მომსახურების მიღება, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მომსახურე ბანკს თქვენი პერსონალური მონაცემების განახლების მიზნით.

    გადამხდელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საჭიროა შემდეგ ოპერციებზე:

    - აზარტული თამაშები და ლატარია
    - ონლაინ თამაშები
    - დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები
    - ფინანსური სერვისები, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და
       სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები
    - ინტერნეტ მარკეტინგი
    - ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
    - ტურისტული მომსახურება
    - ქსელური მარკეტინგი
    - ქველმოქმედება
    - საკონსულტაციო მომსახურება
    - პოლიტიკური პარტიები
    - უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2 242 242


    ვრცლად

     

  •  
    ბარათით გადახდის ოპერაციების ცვლილება
    თარიღი 05/01/2021
    ძვირფასო მომხმარებლებო!

    გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2020 წლის 02 სექტემბრის № 156/04 ბრძანებით დამტკიცებული ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის მოთხოვნების შესაბამისად დროებით შეიზღუდა პლასტიკური ბარათით შესრულებული გადახდის ოპერაციები მაღალი რისკის ობიექტებში, კერძოდ:

    - გემბლინგი;
    - ელექტრონული საფულე;
    - საქველმოქმედო ორგანიზაციები;
    - პოლიტიკური ორგანიზაციები;

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2 242 242.
    ვრცლად

     





 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK