მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული ტრანზაქციების კონვერტაციის პირობები


მულტისავალუტო ანგარიში:


თუ ტრანზაქცია შესრულდა საბარათე ანგარიშის რომელიმე ვალუტაში (GEL, USD, EUR) და ტრანზაქციის დამუშავებისას ამ ვალუტაში არის საკმარისი ნაშთი, თანხა ჩამოიჭრება შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან.


თუ ტრანზაქცია შესრულდა საბარათე ანგარიშის რომელიმე ვალუტაში (GEL, USD, EUR) და ტრანზაქციის დამუშავებისას ამ ვალუტაში არ არის საკმარისი ნაშთი, ნაშთის შესავსებად თანხადა კონვერტირდება ვალუტების პრიორიტეტულობის მიხედვით, კონვერტაციის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 1%-ის ოდენობით.


ეროვნული ბანკის გაცვლის ოფიციალური კურსების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=582

 

თუ ტრანზაქცია შესრულდა საბარათე ანგარიშის ვალუტებისგან (GEL, USD, EUR) განსხვავებულ ვალუტაში, ტრანზაქციის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება აშშ დოლარში და ოპერაციის თანხა ჩამოიჭრება აშშ დოლარის ანგარიშიდან. ტრანზაქციის ვალუტის აშშ დოლართან კონვერტაცია ხდება VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით.

ვინაიდან ოპერაციის შესრულების და ტრანზაქციის დამუშავების თარიღები განსხვავდება, შესაძლოა VISA საერთაშორისო სისტემის კურსი ოპერაციის შესრულების და ტრანზაქციის დამუშავების დროს განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.*


VISA საერთაშორისო სისტემის გაცვლითი კურსების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

https://usa.visa.com/support/consumer/travel-support/exchange-rate-calculator.html


− ოპერაციის დამუშავების დროს კონვერტაციისას საკრედიტო ლიმიტის გამოყენება ხდება მხოლოდ ანგარიშზე დადებითი ნაშთის ამოწურვის შემდეგ.


შენიშვნა:


* შესაძლებელია, რომ კონვერტაციის და ანგარიშზე ტრანზაქციის ასახვის თარიღები განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ასეთ შემთხვევაში VISA საერთაშორისო სისტემის კონვერტაციის კურსის გადამოწმებისას თარიღის ველში უნდა მიეთითოს წინა დღის თარიღი.


ერთვალუტიანი ანგარიში:


თუ ტრანზაქცია შესრულდა GEL ან USD ან EUR-ში და ეს ვალუტა არ ემთხვევა საბარათე ანგარიშის ვალუტას, თანხა ჩამოიჭრება კონვერტაციის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 1%-ის ოდენობით.


თუ ტრანზაქცია სრულდება GEL, USD, EUR ვალუტებისგან განსხვავებულ ვალუტაში, ტრანზაქციის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება აშშ დოლარში VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით. ანგარიშზე ოპერაციის თანხა ჩამოიჭრება ანგარიშის ვალუტის შესაბამისად. GEL და EUR ვალუტის ანგარიშებიდან კონვერტაცია განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 1%-ის ოდენობით.


მაგალითი № 1

ანგარიშზე განთავსებულია 30 ლარი, 20 აშშ დოლარი და 10 ევრო ამავე პრიორიტეტული თანმიმდევრობით, ჩართულია 100 ლარიანი ოვერდრაფტი და ტრანზაქცია შესრულდა მაგ. 50 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული თანხის ჩამოჭრა მოხდება დოლარის ანგარიშიდან, დარჩენილი 30 აშშ დოლარი დაკონვერტირდება დოლარის ანგარიშზე ლარის ანგარიშიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და დაემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 1%-ის ოდენობით.

თუ ლარის ანგარიშზე არსებული ნაშთი არ იქნება საკმარისი 30 აშშ დოლარის შესავსებად, დარჩენილი თანხის კონვერტაცია მოხდება ევროს ანგარიშიდან და მხოლოდ დადებითი ნაშთის ამოწურვის შემდეგ მოხდება ოვერდრაფტის თანხის გამოყენება.


მაგალითი 2

ანგარიშზე განთავსებულია 30 ლარი, 20 აშშ დოლარი და 10 ევრო ამავე პრიორიტეტული თანმიმდევრობით და ტრანზაქცია შესრულდა მაგ. 50 თურქული ლირას ოდენობით.

რადგან ტრანზაქცია შესრულებულია ლარი, დოლარი, ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში, ტრანზაქციის ანგარიშსწორების ვალუტა იქნება აშშ დოლარი, შესაბამისად, ოპერაციის თანხა 50 ლირას ექვივალენტი დოლარში ჩამოიჭრება აშშ დოლარის ანგარიშიდან დათვლილი VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და დაემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით. აშშ დოლარის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში თანხის შეგროვება დაიწყება პრიორიტეტული ვალუტის მიხედვით, ხოლო ანგარიშებს შორის კონვერტაცია განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 1%-ის ოდენობით.


მაგალითი 3

თუ ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარის ვალუტაში, ტრანზაქცია შესრულდა მაგალითად 20 აშშ დოლარის ოდენობით, ამ ტრანზაქციის ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარში, მაგრამ რადგან კლიენტის ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარში, ოპერაცია აისახება ლარის ანგარიშზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 1%-ის ოდენობით.


მაგალითი 4

თუ ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარის ვალუტაში, ტრანზაქცია შესრულდა მაგალითად 20 თურქული ლირას ოდენობით, ამ ტრანზაქციის ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარში. ტრანზაქციის ვალუტის აშშ დოლართან კონვერტაცია ხდება VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო ოპერაციის თანხის კონვერტაცია განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 1%-ის ოდენობით.



 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK