სილქ როუდ ბანკი გთავაზობთ საუკეთესო პირობების მქონე საკრედიტო ბარათს - PlastiCard +.
ძირითადი პირობები:
- ვალუტა - GEL;
- სესხის ვადა - 2 წელი;
- სესხის ლიმიტი - 100 ლარიდან - 1200 ლარამდე;
- საშეღავათო პერიოდი - 30 კალენდარული დღე;
- დაანგარიშების თარიღი - თქვენი სურვილის შესაბამისად 1-დან 28 რიცხვის ჩათვლით;
- დადებითი ნაშთი - დასაშვებია;
- არასანქცირებული ოვერდრაფტის საკომისიო - 48%
- წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;
- საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ათვისებული თანხის გადაუხდელობისას წლიური 36%-ის დარიცხვა განხორციელდება საკრედიტო ლიმიტის თავდაპირველი ათვისების თარიღიდან;
- პარტნიორ კომპანიებში სასესხო ლიმიტის ათვისების შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ათვისებული თანხის გადაუხდელობისას წლიური 36%-ის დარიცხვა დაიწყება საშეღავათო პერიოდის დასრულების მომდევნო დღიდან.
PlastiCard + -ით შესაძლებლობა გაქვთ პარტნიორ კომპანიებში შეიძინოთ პროდუქცია ანდა მიიღოთ მომსახურება საკრედიტო ბარათის ლიმიტის ფარგლებში და ისარგებლოთ 30 დღიანი უფასო სესხით. თითოეული ტრანზაქციისთვის მოქმედებსინდივიდუალური 30 დღიანი საშეღავათო პერიოდი.
PlastiCard +საკრედიტო ბარათის მისაღებად საჭიროა:
- დისტანციურად ანდა ბანკის ოპერატორის მეშვეობით ელექტრონულად გაიაროთ რეგისტრაცია ინტერნეტ გვერდზე www.silkcard.ge;
- გახდეთ სს „სილქ როუდ ბანკის" კლიენტი;
- იყოთ საქართველოს მოქალაქე, 21 წლიდან-65 წლამდე;
- გაიაროთ სრულყოფილად PlastiCard +საკრედიტო ბარათის გაცემის პროცედურა ბანკში.
დამატებითი პირობები:
- საკრედიტო ბარათის მისაღებად არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თავდებობა;
- საჩუქრად, ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს გარეშე გადმოგეცემათ ინტერნეტ ბანკის მინიმალური პაკეტი და SMS ბანკი;
- ბარათის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბანკომატში და პორს-ტერმინალზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.