სილქ როუდ ბანკი ყოველთვის მზადაა მიიღოს თავის გუნდში განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები. თუ თქვენ თვლით, რომ სწორედ ასეთი ადამიანი ხართ და გსურთ განავითაროთ თქვენი კარიერა სილქ როუდ ბანკში, შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
ვაკანსიების წარმოშობისთანავე, სააპლიკაციო ფორმების პირველადი შერჩევისას პერსონალის მართვის დეპარტამენტი განიხილავს აპლიკანტების განაცხადებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: პირველადი შერჩევა (სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე), ტესტირება და ინტერვიუ.
განსახილველად მიიღება მხოლოდ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები.
იმედი გვაქვს მომავალი თანამშრომლობის,
გისურვებთ წარმატებას!