მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




ფიზიკური პირის გენერალური ხელშეკრულება

 

სააქციო საზოგადოება „სილქ როუდ ბანკი"

საბანკო ლიცენზია N238


საზედამხედველო ორგანო არც ერთ შემთხვევაში

არ არის პასუხისმგებელი ბანკის მიერ

ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე




გენერალური ხელშეკრულება

ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახებ

 

ხელშეკრულების მხარეები არიან: სს „სილქ როუდ ბანკი", (შემდგომში „ბანკი") და მეორეს მხრივ, კლიენტი (შემდგომში „კლიენტ(ებ)ი"), რომელ(ებ)იც შესაბამისი განაცხადის, საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტების მიღების მიზნით შედგენილი დოკუმენტების ხელმოწერით ანდა ელექტრონული მომსახურების ან/და ელექტრონულად რეგისტრაციის საფუძველზე გაეცნო ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.silkroadbank.ge. / www.silkloan.ge (შემდგომში „ბანკის ინტერნეტ გვერდი") განთავსებულ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახე გენერალურ ხელშეკრულებას და მის დანართებს, შეუერთდა მის დებულებებს და დარეგისტრირდა ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საბანკო პროგრამაში) ბანკის კლიენტის სტატუსით.

ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახებ გენერალური ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება") არეგულირებს ურთიერთობებს„ბანკსა" და „კლიენტ(ებ)ს" შორის, წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული გარიგებების ხელშეკრულებების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და განსაზღვრავს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასაწევი საბანკო მომსახურების/პროდუქტების შინაარსს, ყველა ძირითად პირობას და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. საბანკო მომსახურების, საბანკო პროდუქტების და საბანკო ოპერაციების შესრულების წესები განთავსებულია ბანკის ინტერნეტ გვერდზე. საბანკო მომსახურების წესების, საბანკო პროდუქტების, ცვილების და ტარიფები ცვლილების შემთხვევაში ცვლილებები განთავსდება ბანკის ინტერნეტ გვერდზე და კლიენტს თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია გაეცნოს მას.

წინამდებარე ხელშეკრულების პირობებ კლიენტი უერთდება ბანკში გაკეთებული განაცხადების, საბანკო/საგადახდო დოკუმენტაციის ხელმოწერით და თანხმობის ელექტრონული ფორმით გამოხატვის საშუალებებით.

ელექტრონული გორმით გამოხატული საშუალებების გზით ხელშეკრულებაზე მიერთების თანხმობის შემტხვევაში ბანკუზრუნველყოს ამგვარი ხელშეკრულების და მასში შეტანილი ცვლილებების შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით

1.ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები

1.1.ბანკი– სს „სილქ როუდ ბანკი"; საიდენტიფიკაციო ნომერი - 201955027; იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2; ლიცენზიის N238; ელ.ფოსტა www.posta@bta.ge; ტელ: + 995 32 2 242 242

1.2.კლიენტი - ბანკის მონაცემთა ბაზაში (საბანკო პროგრამაში) რეგისტრირებული რეზიდენტი ანდა არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს საბანკო მომსახურებით და ასევე ბანკში აქვს საბანკო ანგარიშები, რომელიც შეიძლება იყოს გადამხდელიც და მიმღებიც;

1.3.რეზიდენტი პირი – რეზიდენტი ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე);

1.4.ბანკის საზედამხედველო ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკი;

1.5.კრედიტი – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

1.6.საბანკო ანგარიში – ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური სააღრიცხვო პოზიცია, რომელიც მოცემულ მომენტში პირის საკუთრებაა და გახსნილია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის საფუძველზე;

1.7.ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები ერთ კონკრეტულ ვალუტაში;

1.8.ულტისავალუტო საბანკო ანგარიში– ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები რამდენიმე ვალუტაში ცალ-ცალკე და რომელიც რაოდენობრივად წარმოადგენს ერთ ანგარიშს;

1.9.სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში– ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის მოთხოვნამდე ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები;

1.10. მიმდინარე ანგარიში – საბანკო ანგარიში, რომლებზეც აღირიცხება კლიენტისფულადი სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან სხვა მიზნით. აღნიშნული ტიპის ანგარიში მოიცავს საბარათე ანგარიშებსაც;

1.11. ანგარიშსწორების ანგარიშიბანკში შესაბამისი უნიკალური ჩანაწერი, რომელზედაც აღირიცხება კლიენტ(ებ)ის ფულადი სახსრები ან ფინანსური ინსტრუმენტები და რომლის მეშვეობითაც ხდება ანგარიშსწორება, როგორებიცაა: ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში/ მულტისავალუტო საბანკო ანგარიში / სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში / მიმდინარე ანგარიში;

1.12. შიდასაბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელიც არ არის კლიენტის საბანკო ანგარიში

1.13. დეპოზიტი (ანაბარი) – ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) და მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი).

1.14. ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელთა გატანა შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;

მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელზეც თანხის შეტანა, ჩარიცხვა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია მოთხოვნისთანავე.

1.15. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დადასტურება აგრეთვე შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული პირის შესაბამისი მონაცემებით (ინფორმაციით). პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის სახელზე დეპოზიტის (ანაბრის) გახსნის შემთხვევაში);

1.16. საბანკო კანონმდებლობასამართლებრივი აქტები, რომელიც აწესრიგებს საბანკო საქმიანობას და მომხმარებელთა მომსახურების პირობებს;

1.17. საბანკო წესები – საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წესები;

1.18. ანგარიშსწორება – საბანკო დაწესებულებების ან სხვა საშუალებებით გადამხდელის სახსრების მიმღებისათვის გადაცემის მიმდევრობით შესრულების პროცესი;

1.19. გადახდა – ფულადი ვალდებულებების დაფარვა ანგარიშსწორებით ან ურთიერთჩათვლით;

1.20. გადამხდელის ბანკი – ბანკი, რომელიც ემსახურება გადამხდელს;

1.21. დროის რეალური რეჟიმი – საანგარიშსწორებო პერიოდში ელექტრონული საგადახდო საბუთების შესრულების და გადაცემის პროცესის უწყვეტად და დაუყოვნებლივ განხორციელება;

1.22. ელექტრონული არქივი – საგადახდო სისტემის ან ბანკის საოპერაციო დღის პროგრამის მონაცემთა ისტორიული თარიღის ელექტრონული ასლი;

1.23. ელექტრონული საგადახდო საბუთი – კლიენტის ან ბანკის მიერ ფორმირებული ელექტრონული საბუთი, რომელიც წარმოადგენს ანგარიშსწორების მონაწილეთა შესაბამის ანგარიშებზე ოპერაციების შესრულების საფუძველს;

1.24. ელექტრონულციფრული ხელმოწერა – კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით დამუშავებული სპეციალური სისტემის (ორგანიზატორის მიერ ტირაჟირებული) კრიპტოგრაფიული ალგორითმით ელექტრონული საბუთის დამუშავების შედეგად მიღებული სიმბოლოების მიმდევრობა, რომელიც ადასტურებს ელექტრონული საბუთის ნამდვილობას, მთლიანობას, ხელმომწერი პირის ვინაობას და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტითა და მხარეებს შორის ხელშეკრულებით;

1.25. ელექტრონული შეტყობინება – ელექტრონული საბუთი, რომელიც საანგარიშსწორებო ოპერაციის შესრულებისას უზრუნველყოფს თავისუფალი ფორმატის ინფორმაციის გაცვლას (დასტური, ამონაწერი ანგარიშიდან, შეტყობინება დაწუნებული ელექტრონული საგადახდო საბუთის შესახებ და სხვ.);

1.26. ფიზიკური პირის რწმუნებული პირიფიზიკურიპირის ოპერაციების წარმოებისათვის უფლებამოსილი კანონიერი წარმომადგენელი;

1.27. ვადაში გაუნაღდებელი საგადასახადო საბუთების კართოტეკა – სახსრების უკმარისობის გამო განსაკუთრებულ აღრიცხვაზე მყოფი გაუნაღდებელი საგადახდო საბუთების ერთობლიობა;

1.28. საანგარიშსწორებო პერიოდი – საოპერაციო დღის ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც ხდება კლიენტურის საგადახდო საბუთების საფუძველზე ფულადი სახსრების გადარიცხვები მიმდინარე კალენდარული თარიღით;

1.29. საგადახდო ბარათი – ბანკის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი (მათ შორის საბანკო პლასტიკური ბარათი), რომლის საშუალებით ხდება საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდა, ნაღდი ფულის მიღება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილის განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ოპერაციების შესრულება;

1.30. პერსონიფიცირებული ბარათი – ბარათი, რომელზეც ასახულია მფლობელის სახელი (შესაძლოა მხოლოდ ინიციალი) და გვარი. ასევე, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი ჩაწერილია ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში;

1.31. არაპერსონიფიცირებული ბარათი – ბარათი, რომელზეც არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი ან/და გვარი. ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ არის ჩაწერილი მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში;

1.32. სადებეტო ბარათი – ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბარათე ანგარიშზე არსებული თანხები, ასევე ისარგებლოს ოვერდრაფტით;

1.33. საკრედიტო ბარათი – ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში;

1.34. წინასწარი გადახდის ბარათი – ბარათი, რომელიც არ საჭიროებს ბარათის მფლობელის ან ბარათის შემძენის სახელზე საბარათე ანგარიშის გახსნას. აღნიშნული ბარათით ოპერაციები სრულდება მხოლოდ წინასწარ ჩარიცხული თანხის ფარგლებში (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება);

1.35. ვირტუალური ბარათი – მატერიალური ფორმის არმქონე ბარათი, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების საფუძველზე ემიტენტის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვით ბარათის მფლობელისათვის მიწოდებული რეკვიზიტების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობას, რომლის საშუალებით ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს გადახდები მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით;

1.36. კომერციული ბარათი / ბიზნეს ბარათი – სადებეტო ან საკრედიტო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები;

1.37. საგადახდო ბარათის მფლობელი - ბარათის მფლობელი პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი და რომლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია ბანკის მიერ.

1.38. ანგარიშსწორება − ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება სისტემის მონაწილეებს შორის შესაბამის ფულად სახსრებზე ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებზე საკუთრების უფლების გადაცემა;

1.39. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი)კლიენტი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები;

1.40. გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას;

1.41. მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია;

1.42. საგადახდო ინსტრუმენტი – ტექნიკური საშუალება ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ახდენს საგადახდო დავალების ინიციირებას;

1.43. გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია

1.44. მინიმალური ნაშთი - მინიმალური ნაშთი არის თანხა, რომელიც დაბლოკილია საბანკო ანგარიშზე ანგარიშის მოქმედების პერიოდის განმავლობაში. დაბლოკვის ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

1.45. საგადახდო დავალება – საგადახდო დავალება – გადამხდელის ან მიმღების მიერ ბანკისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;

1.46. მუდმივი დავალება − გადამხდელის მიერ ბანკისთვის მიცემული საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზედაც ბანკი ახორციელებს რეგულარულ გადახდებს მიმღების სასარგებლოდ;

1.47. საგადახდო საბუთი – კლიენტის მიერ ინფორმაციის მატერიალურ მატარებელზე (ელექტრონული მატარებელი, ქაღალდის ბლანკი ან სხვა) გაფორმებული საბუთი, რომელიც წარედგინება ბანკს ფულადი ვალდებულებების შესასრულებლად უნაღდო ანგარიშსწორების წესით;

1.48. საგადახდო სისტემა – საგადახდო ურთიერთობების სუბიექტებს შორის ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციულ–ტექნიკური ფორმების, ფულადი სახსრების ანგარიშსწორების, ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობა;

1.49. საგადახდო საბუთის შესრულება – ვალდებულებების შესაბამისად, ფულადი სახსრების გადახდის განხორციელების პროცესი; ბანკის მიერ გადამხდელის დავალების რეალური ,,შესრულება";

1.50. საგადახდო საბუთების შესრულების დაყოვნება (შეჩერება) – ბანკისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშსწორების პროცესის შეფერხება–დაყოვნება;

1.51. საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის (საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახური) მიერ ბანკისთვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე;

1.52. საოპერაციო დღე – ბანკის მიერ დადგენილი საბანკო სამუშაო დღის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად. საოპერაციო დღის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ბანკი და აისახება ბანკის შიდასაბანკო წესებში, ბანკის ფილიალებში და ინტერნეტ-გვერდზე.

1.53. საბანკო დღე − კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის საშუალებით;

1.54. საქართველოს საბანკო სისტემა – ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, მათი ფილიალების, საანგარიშსწორებო ოპერაციების განმახორციელებელი არასაბანკო ორგანიზაციების (სხვადასხვა იურიდიული პირი) ერთობლიობა;

1.55. უნაღდო ანგარიშსწორება – ანგარიშსწორება საგადახდო საბუთებით ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე;

1.56. ,,უქაღალდო” ანგარიშსწორება (უქაღალდო ტექნოლოგია) – უნაღდო ანგარიშსწორება ელექტრონული საბუთების საფუძველზე (ქაღალდის საგადახდო საბუთების გამოყენების გარეშე);

1.57. ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების გადახდის ოპერაცია ხორციელდება გადამხდელისა და მიმღები ფიზიკური პირის სახელზე ანგარიშის გახსნის გარეშე და რომელიც არ არის დაკავშირებული ფულადი ვალდებულების შესრულებასთან, როდესაც ფულადი სახსრები გადაეცემა უშუალოდ მიმღებს ან მიმღების სახელით მოქმედ სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მიმღებისათვის გადაცემის მიზნით

1.58. ჩარიცხვა – მიმღების საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების გადატანა;

1.59. ჩამოწერა – გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ამოღება, ჩამოწერა;

1.60. ემიტენტი – ბანკი, რომელიც ახდენს ბარათების გამოშვებას;

1.61. ხარჯვის ლიმიტი – ემიტენტის მიერ დადგენილი, ბარათის მეშვეობით განსაზღვრულ ვადაში ფულადი სახსრების განკარგვის ზღვრული სიდიდე;

1.62. ავტორიზაცია - ემიტენტის და/ან საბარათე საგადახდო სისტემის მიერ გაცემული ნებართვა ბარათით ან მისი რეკვიზიტებით ოპერაციის განხორციელებაზე;

1.63. პინ-კოდი – ბარათის თანმხლები პერსონალური, კონფიდენციალური კოდი, რომელიც ბარათთან ერთად წარმოადგენს ბარათის მფლობელის ელექტრონულ იდენტიფიკატორს;

1.64. ბანკომატი – თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ–ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გამოტანა/შეტანა და სხვა ისეთი ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიღება, გადახდების განხორციელება და სხვა;

1.65. პოს-ტერმინალი – ელექტრონული პროგრამულ–ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბანკში ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ბარათით გადახდის განსახორციელებლად ან თანხის გასატანად;

1.66. ანგარიშ-ქვითარი (შემდგომში – საბარათე ქვითარი) – ბანკომატის ან პოს-ტერმინალის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდას, ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის მიღებას ან სხვა ოპერაციის განხორციელებას;

1.67. იმპრინტერი – ბარათის ემბოსირებული რეკვიზიტების სპეციალურ ქვითარზე გადამტანი მექანიკური მოწყობილობა;

1.68. ემბოსირება – ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების (როგორიცაა ბარათის ნომრის, მოქმედების ვადის, მფლობელის სახელისა და გვარის ან/და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების) რელიეფური ფორმით ბარათზე დაბეჭდვა;

1.69. პროცესინგი – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბარათებით წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებას (შეგროვებას), შენახვას, დამუშავებას და დამუშავებული ინფორმაციის გადაცემას ანგარიშსწორების განსახორციელებლად;

1.70. ექვაირინგი – პირის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს:

1.71. ექვაირერი – ექვაირინგის განმახორციელებელი პირი;

1.72. სტოპ–სია – იმ ბარათების საერთაშორისო ან ლოკალური სია, რომლებზედაც ტრანზაქციები დაუშვებელია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი.

2.ზოგადი დებულება

2.1. წინამდებარე ხელშეკრულება და მასში მოყვანილი წესები ასევე მისი დანართები შემუშავებულია საქართველოს საბანკო კანონმდებლობის და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმებში, განსაზღვრავს ანგარიშსწორების ორგანიზებისადმი საერთო მიდგომას, აწესრიგებს მხარეთა შორის ანგარიშსწორების პროცესს, ერთიან საბუთბრუნვას, საგადახდო საბუთების გამოყენებას, მათი შევსების, გაფორმების წესებს, ფორმატებს, არქივების წარმოებას, ადგენს საბანკო ანგარიშები გახსნის დახურვის და ანგარიშებით ოპერაციების წარმოების წესებს.

2.2. ხელშეკრულებაში მოყვანილი წესები ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ პირზე (მათ შორის არასრულწლოვან ფიზიკურ პირებზე, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში), რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით აქვთ ანგარიშის გახსნის უფლება (შემდგომში – კლიენტი).

2.3. ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ფარგლებში სახსრების ჩამოწერა ხორციელდება კლიენტის თანხმობით ანდა უაქცეპტოდ, არსებულიწესების, მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი საგადახდო საბუთების საფუძველზე.

2.4. ლიენტის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა ხორციელდება ანგარიშის მფლობელის მიერ განსაზღვრული რიგითობით, გარდა ბიუჯეტში და მასთან გათანაბრებული გადასახდელებისა. ასევე ბანკის მიერ დადგენი წესების მიხედვით კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების და სხვა სახის დოკუმენტების შესაბამისად.

2.5. ბანკი წინამდებარე ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით აწარმოებს კლიენტის საანგარიშსწორებო ოპერაციებით მომსახურებას;

2.6. ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით ხორციელდება კლიენტის საბანკო მომსახურება;

2.7. კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ან კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ბანკს უფლება აქვს ანგარიშსწორება აწარმოოს გეგმური გადახდებით.

3.საბანკო ანგარიშის გახსნა

3.1. წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს ბანკშირეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) გახსნის, დახურვის წესს, ანგარიშის სახეებს და მათ დანიშნულებას;

3.2. ანკშიკლიენტს შეიძლება გაეხნას შემდეგი სახის ანგარიშები:

3.2.1.მიმდინარე ანგარიში: ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში/ მულტისავალუტო საბანკო ანგარიში / საბარათე ანგარიში, (შემდგომში „ანგარიში");

3.2.2.სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში;

3.3. კლიენტისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ამავე პირს ეხსნება მიმდინარე ანგარიში ან მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიში ლარში, თუკი მას არ აქვს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში ბანკში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლარის ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელდეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტების დამატებით ბანკისათვის წარდგენის გარეშე;

3.4. იმდინარე ან სადეპოზიტო ანგარიში შეიძლება გახსნას და მას შეიძლება განკარგავდეს ერთზე მეტი პირი ("ერთობლივი ანგარიში” ასეთის არსებობისას). ანგარიშის განკარგვის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით;

3.5. კლიენტის ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელდეს მინდობილობის საფუძველზე;

3.6. ანგარიშის გახსნა და მომსახურება ხორციელდება ამ ხელშეკრულების საფუძველზე;

3.7. თუ კლიენტს ამ ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად უკვე გახსნილი აქვს ანგარიში ბანკში, მაშინ დასაშვებია ამ პირისათვის დამატებითი ანგარიშის გახსნა დისტანციურად (სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით) მიღებული განაცხადის საფუძველზე. ამისათვის კლიენტი ამ ხელშეკრულებით ბანკს აძლევს წინასწარ თანხმობადისტანციური საშუალებით დამატებითი ანგარიშის გახსნის თაობაზე; ამისათვის ბანკმა უნდაუზრუნველყოს სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით კლიენტის მიერ შესაბამისი განაცხადის შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი კლიენტისათვის გადაცემა მოთხოვნის შემთხვევაში;

3.8. ბანკს შეუძლია კლიენტს რომელსაც ამავე ბანკში უკვე გახსნილი აქვს ანგარიში, გაუხსნას ახალი ანგარიში მხოლოდ განაცხადის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ანგარიშის გახსნისას ბანკ მოახდენსკლიენტის გადამოწმება (ვერიფიკაცია);

3.9. ბანკში ფიზიკურ პირს ანგარიში გაეხსნება დადგენილი ჩამონათვილის მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის და შესწავლის საფუძველოზე.

3.10.ბანკს უფლება აქვს უშუალოდ იდენტიფიკაციის განხორციელების გარეშე გაუხსნას ანგარიშები პირებს:

3.10.1. რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) კომერციული ბანკი დაეყრდნო მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და ამ მესამე პირის/შუამავლის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით საქართველო კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს;

3.10.2. რომლებსაც უკვე გახსნილი აქვთ ანგარიშები საქართველოში მოქმედ სხვა კომერციულ ბანკებში და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

3.11ამ ხელშეკრულების „3.10." პუნქტის ქვეპუნქტების საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე, პირველი ჩარიცხვის ოპერაცია უნდა განხორციელდეს ანგარიშის გამხსნელი პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს იმ ქვეყნის კომერციულ ბანკში, რომელ ქვეყანაშიც განხორციელდა აღნიშნული პირის იდენტიფიკაცია.ანგარიშის გასახსნელად გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებამდე, გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში ბანკი არ მიიღებს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს იმავე ანგარიშზე საიდანაც განხორციელდა პირველი ჩარიცხვის ოპერაცია.

3.12ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, პირის და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე ვინაობის გადამოწმება (იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

3.13ანკს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადო ანაგარიშის გახსნაზე.ბანკს უფლება აქვს, ანგარიშის გახსნის მსურველი პირის მიერ მისთვის წარსადგენი დოკუმენტები მოიპოვოს თავად, მათ შორის ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.14შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ბანკი კლიენტს უხსნის საბანკო ანგარიშ(ებ)ს, მისი დავალებით და ბანკისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებს კლიენტის საბანკო ანგარიშებზე ოპერაციებს და კლიენტის საბანკო მომსახურეობას მოქმედი კანონმდებლობის, ამ ხელშეკრულების, მისი დანართების და ბანკში მოქმედი წესების და ტარიფების შესაბამისად;

3.15წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილ საბანკო მომსახურებათა მისაღებად კლიენტი ვალდებულია ბანკს მიმართოს შესაბამისი წერილობითი ან/და ელექტრონული (თუ ეს აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით ან ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სხვა ფორმით შევსებული) განაცხადით, რომლის მეშვეობითაც ის იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს მოქმედ კანონმდებლობას, გაეცნო და იცნობს წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობას, ბანკში მოქმედ წესებს და მომსახურეობის ტარიფებს. ასევე, ეთანხმება მათ, რითაც უერთდება წინამდებარე ხელშეკრულებას და ბანკში მოქმედ წესებს.

3.16ბანკი განიხილავს კლიენტის განაცხადს მითითებული მომსახურების მიწოდების შესახებ, განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში უწევს შესაბამის საბანკო მომსახურებას.

3.17კლიენტის მიერ საბანკო მომსახურების მიღების მიზნით წარდგენილი განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკი მოქმედი კანონმდებლობის და ბანკში არსებული წესების მიხედვით ხსნის საბანკო ანგარიშ(ებ)ს და კლიენტს უწევს განაცხადით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურებას.

3.18ბანკი ანგარიშისგახსნის პროცედურას ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმების შესაბამისად. ბანკმა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმების მიზნით უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. ბანკი ასევე ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ. ბანკს უფლება აქვთ, თავად განსაზღვროს და მოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია. ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე. ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ იგი უარს აცხადებს ბანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე;

3.19ბანკი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს საბანკო ანგარიშების გახსნის და შესაბამისი საბანკო მომსახურეობის გაწევის შესახებ კლიენტის განაცხადი მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის წესების შესაბამისად.

 4ანგარიშების გადაფორმება და დახურვა

4.1. ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელის და/ან გვარის შეცვლისას ბანკში ანგარიშის მფლობელი წარადგენს განაცხადს ცვლილების შესახებ და შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რის საფუძველზეც ხდება ანგარიშის გადაფორმება.

4.2. ბანკში პირის ანგარიში დაიხურება:

4.2.1.კლიენტის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტა და ანგარიშის დახურვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ანგარიშის დახურვის შესახებ კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე; აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ანგარიშისწორების რეკვიზიტებს არსებული ნაშთის გადარიცხვისათვის, თუ კლიენტს თანხა არ გააქვს ნაღდი სახით;

4.2.2.ფიზიკური პირის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა, იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია მოქმედი ვადიანი ანაბარი; ანაბრის ვადის დასრულების თანავე იხურება ანგარიში;

4.2.3.სასამართლოს გადაწყვეტილებით;

4.2.4.ანგარიშზე ანგარიშის მომსახურებისათვის და/ან დახურვისათვის ბანკში განსაზღვრული საკომისიოს ოდენობის ნაშთის და არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ოპერაციების არარსებობისას; ბანკს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის პუნქტის გათვალისწინებული ანგარიშის (ანგარიშების) არდახურვის შესახებ იმ შემთხვევებში, თუკი ამავე კლიენტს ბანკში გახსნილი აქვს სხვა ანგარიში (ანგარიშები), რომლებზეც იმავე პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა კლიენტის ოპერაციები;

4.2.5.პირის მიერ ბანკში დადგენილი წესების ანდა ბანკის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ანდა საბანკო ანგარიშიც წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას;

4.2.6.ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და დახუროს კლიენტის საბანკო ანგარიში, თუ ადგილი აქვს კლიენტის მხრიდან ხელშეკრულების და საბანკო მომსახურების წესების დარღევას;

4.2.7.მოქმედი კანონმდებლობი პირობების შესაბამისად;

4.2.8.სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის მფლობელის გარდაცვალებისას, მემკვიდრის განცხადებით, სამკვიდრო მოწმობის, მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ხელმოწერის ნიმუშის წარდგენის შემთხვევაში, მემკვიდრის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია არ დახუროს ვადიანი სადეპოზიტო ანგარიში სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში ხდება სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გადაფორმება მემკვიდრის სახელზე.

 5.ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერის ოპერაციების განხორციელების პირობები

5.1ბანკის მიერ ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა ხორციელდება კლიენტის ნებართვის, განკარგულების და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვათა საფუძველზე;

5.2უაქცეპტო წესით ანგარიშიდან შეიძლება ჩამოიწეროს მხოლოდ შემდეგი სახის თანხები:

5.1.1.საკომისიო / სარგებელი ბანკის მოქმედი ტარიფების შესაბამისად;

5.1.2.ბანკის მიერ შეცდომით ჩარიცხული თანხები;

5.1.3.ფულადი სახსრები ბანკის წინაშე დებიტორული ვადადამდგარი და ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობისას. ამ თანხების ჩამოწერა შესაძლებელია კლიენტის სხვა ანგარიშებიდანაც კონვერტაციის უფლებით;

5.1.4.კლიენტის მიერ ბანკისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

5.1.5.მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5.2.კლიენტის მიერ გადახდაზე განკარგულების გაუქმება შეიძლება ბანკთან შეთანხმებით და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განკარგულება ჯერ არ შესრულებულა. ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს ანდა შეაჩეროს კლიენტის განკარგულების ავტოროზაცია (შესრულება), როდესაც იგი წარდგენილია ბანკში დადგენილი წესის დარღვევით, არსებობს სამართლებრივი კითხვები თანხის მიმღები მხარის, შესასრულებელი ტრანზაქციის შინაარსის/დანიშნულების დეტალების კუთხით, შეიცავს უზუსტო მითითებებს, ან როდესაც განკარგულებაში აღნიშნული თანხა აღემატება ანგარიშზე არსებულ ფაქტობრივ ნაშთს. ბანკი ვალდებული არაა განკარგულების შეუსრულებლობის მიზეზის შესახებ კლიენტს მისცეს განმარტება.

6.ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის და ამონაწერის მიღების პირობები

6.1.კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები ჩაირიცხება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით (საგადასახადო დავალებებით ან მემორიალური ორდერებით) ან ნაღდი ანგარიშსწორებით (სალაროს შემოსავლის ორდერებით). ბანკი 2 (ორი) საბანკო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს მის ანგარიშებზე შემოსული თანხების ჩარიცხვას და კლიენტის ანგარიშიდან თანხების გადარიცხვას;

6.2.თუ საგადასახადო საბუთში არსებობს შეუსაბამობა კლიენტის, როგორც თანხის მიმღების, დასახელებასა და ანგარიშის ნომერს შორის, ბანკი ანგარიშზე შემოსულ თანხებს რიცხავს „გაურკვეველი თანხების" ანგარიშზე და 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში აწარმოებს აუცილებელ გამოკვლევას თანხის მიმღების დასადგენად, ხოლო სრული რეკვიზიტების დოკუმენტალურად დაუდგენლობის შემთხევაში, თანხას უბრუნებს მის გადამხდელს;

6.3.ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია შეატყობინოს ბანკს შეცდომით ჩარიცხული თანხის შესახებ ანგარიშის ამონაწერის მიღებიდან 2 (ორი) საბანკო დღის განმავლობაში და აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნოს ბანკს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი პასუხს აგებს წინამდებარე ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად;

6.4.კლიენტი უფლებამოსილია მიიღოს ამონაწერი თავისი საბანკო ანგარიშიდან. ამონაწერი ითვლება კლიენტის მიერ დადასტურებულად, თუ კლიენტისათვის ამონაწერის გადაცემის მომენტიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში კლიენტი არ განაცხადებს ამონაწერში უზუსტობის შესახებ.

7.გადასახადი საბანკო მომსახურებაზე

7.1.კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა მთლიანად რეგულირდება ბანკის მიერ გამოქვეყნებული ტარიფებითა და ხელშეკრულებებით. ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებისათვის კლიენტი ბანკს უხდის იმ მომენტისათვის მოქმედი ტარიფების შესაბამისად განსაზღვრულ თანხას. კლიენტს ანგარიშის ნომერთან ერთად ეცნობება ანგარიშის გახსნის დროისათვის მოქმედი ტარიფები. ბანკი უფლებას იტოვებს შეიტანოს ცვლილებები ტარიფებში და გამოაქვეყნოს ცვლილებები.

7.2.ტარიფებში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რაც ქვეყნდება ბანკისათვის მისაღები ელექტრონული საშუალებებითა და საინფორმაციო მასალების მეშვეობით.

8.საგადახდო საბუთების სახეები

8.1.უნაღდო ანგარიშსწორებისას გამოიყენება:

8.1.1.საგადახდო დავალება;

8.1.2.საინკასო დავალება;

8.1.3.დოკუმენტალური აკრედიტივი;

8.1.4.დოკუმენტალური ინკასო;

8.1.5.საბანკო პლასტიკური ბარათი;

8.1.6.საანგარიშსწორებო ჩეკი.

9.ანგარიშსწორება საგადახდო დავალებებით

9.1.ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის საგადახდო მომსახურება არის:

9.1.1.მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს;

9.1.2.მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს;

9.1.3.გადახდის განხორციელება პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო გადარიცხვა (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში;

9.1.4.საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი;

9.1.5.ფულადი გზავნილები;

9.1.6.ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით;

9.1.7.გადამხდელის მიერ სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით გაცემული თანხმობის საფუძველზე გადახდის ოპერაციის განხორციელება იმ სატელეკომუნიკაციო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემის ან ქსელური ოპერატორის მიმართ ან სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს, როგორც შუამავალი გადამხდელსა და მიმღებს − მომხმარებელსა და მომსახურების ან საქონლის მიმწოდებელს − შორის.

9.2.საგადახდო მომსახურებაში არ შედის:

9.2.1.გადამხდელსა და მიმღებს შორის შუამავლის გარეშე, ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდის ოპერაცია;

9.2.2.გადამხდელსა და მიმღებს შორის კომერციული შუამავლის მეშვეობით განხორციელებული გადახდის ოპერაცია;

9.2.3.საინკასაციო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ბანკნოტებისა და მონეტების ტრანსპორტირებასთან, მათ შორის, მათ შეგროვებასთან, დამუშავებასა და მიწოდებასთან;

9.2.4.ნაღდი ფულის ნაღდ ფულზე გადაცვლის მომსახურება, რომელიც არ ხორციელდება საბანკო ანგარიშების საშუალებით;

9.2.5.ოპერაცია, რომელიც ხორციელდება სისტემის მონაწილეებს შორის საგადახდო სისტემის ფარგლებში;

9.2.6.ტექნიკური, სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურება, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას საგადახდო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად და რომლის დროს გადასარიცხი თანხა არ ხვდება ამ მომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში; ამგვარი მომსახურება მოიცავს მონაცემთა გადამუშავებასა და შენახვას, კონფიდენციალურობის დაცვას, მონაცემებისა და სუბიექტების ავთენტიფიკაციას, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, საგადახდო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების მიწოდებას და მომსახურებას;

9.2.7.მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია საგადახდო ინსტრუმენტზე ან ელექტრონულ ფულზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მისი გამომშვების მომსახურების ან/და საქონლის რეალიზაციის ობიექტებში;

9.2.8.გადახდის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით, როდესაც შეძენილი საქონელი ან მომსახურება მიწოდებულია და გამოყენებული უნდა იქნეს იმავე სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მოწყობილობის მეშვეობით, იმის გათვალისწინებით, რომ სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების ოპერატორი არ მოქმედებს, როგორც მხოლოდ შუამავალი საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელს შორის;

9.2.9.გადახდის ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდების ოპერაციების განხორციელებასთან, მათ შორის, დივიდენდებისა და სხვა შემოსავლების განაწილებასთან, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან;

9.2.10.ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის გადახდები, რომლებიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება;

9.2.11.გადახდის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ჩეკით კანონის შესაბამისად.

9.3.კლიენტის გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიჩნეული იქნება საგადახდო ინსტრუმენტებით კლიენტის მიერ ოპერაციის განხორციელების პროცესი.

9.4.მხარეები შევთანხმდით, რომ თანხმობის გაცემის ფორმა და პროცედურა შეთანხმებულია კლიენტსა და ბანკს შორის გაცვლილი წერილობითი ანდა საგადახდო ინსტრუმენტებით გაცემული დავალებების საფუძველზე, რაც ასეთი თანხმობის არსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაციისავტორიზებულად მიჩნევის საფუძველია.

9.5.ამასთან ერთად, როცა თანხმობა საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით გაიცემა, ბანკი უფლებამოსილია დააწესოს ლიმიტები ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე, ასევე დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი მომხმარებელთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე.

9.6.კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს ბანკის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბანკის მიერ საგადახდო დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას.

9.7.საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.

9.8.საგადახდო დავალების ელექტრონული წარდგენა:

9.8.1. ბანკში საგადახდო დავალების ელექტრონული შეტყობინებების სახით წარდგენა (ან მისი გამოსახულების გადაცემა) ხდება საგადახდო საბუთების ელექტრონულად გაცვლის შესახებ ელექტრონული სისტემების, პროგრამულ–კრიპტოგრაფიული დაცვების და ელექტრონულად. საგადახდო დავალების ელექტრონული შეტყობინებების სახით წარდგენისას, ბანკს ქაღალდის საგადახდო დავალება არ წარედგინება;

9.9.ელექტრონული საგადახდო საბუთი ელექტრონული შეტყობინებების სახით გასაცვლელად უნდა შეესაბამებოდეს:

9.9.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს – ბანკთაშორისი ანგარიშსწორების შემთხვევაში;

9.9.1.2. ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს – ბანკსა და კლიენტებს შორის (ინტერნეტ-ბანკით, მობილური ტელეფონებით ან სხვსაშუალებით) ანგარიშსწორების შემთხვევაში;

9.10.ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემაში წარსადგენი ელექტრონული საგადახდო საბუთი უნდა შეიცავდეს შესაბამისი წესებით განსაზღვრულგანსაზღვრულ რეკვიზიტს, გარდა იმ რეკვიზიტებისა, რომელთა გადატანაც ელექტრონულ ფორმატში შეუძლებელია (ბეჭედი, შტამპი, ხელმოწერები), ამასთან, იგი უნდა შეიცავდეს დამატებით რეკვიზიტებს – საბუთის უნიკალურ კოდს (რეფერენსს), ბანკში გატარების თარიღს, ელექტრონულ–ციფრულ ხელმოწერას.

9.11.საგადახდო დავალების ელექტრონული სახით წარდგენისას, სავალდებულოა დაცულ იქნეს მხარეთა შორის შეთანხმებული, არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები. არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები ითვლება შეთანხმებულად:

9.11.1.1. როდესაც კლიენტმა ხელშეკრულებით აღიარა ბანკის მიერ შეთავაზებული არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები;

9.11.1.2. თუ კლიენტმა არ მიიღო ბანკის წინადადებები და ბანკს შესთავაზა დაცვის სხვა წინადადებები, რომლებიც ბანკისათვის აღმოჩნდა მისაღები. ასეთ შემთხვევაში არასანქცირებული გადახდების დაცვის მოქმედებებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;

9.12.კლიენტის მომსახურე ბანკის მიერ კორესპონდენტ ბანკში გადაცემული სანქცირებული ელექტრონული საგადახდო დავალება ჩაითვლება შეცდომით გადაცემულად:

9.12.1.1. როდესაც საგადახდო დავალების რეკვიზიტები არ შეესაბამება გადამხდელის საგადახდო დავალების რეკვიზიტებს;

9.12.1.2. როდესაც საგადახდო დავალება გადაცემულია განმეორებით;

9.13.იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ მის მომსახურე ბანკში გადაცემული საგადახდო დავალება შეცდომითაა გადაცემული, კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეატყობინოს ბანკს აღმოჩენილი შეცდომის შესახებ. კლიენტმა შეტყობინებაში უნდა ასახოს საგადახდო დავალების რეკვიზიტები და მის მიერ გამოვლენილი არასწორი რეკვიზიტები;

9.14.თუ ბანკს არ წარედგინა ასეთი შეტყობინება, არასწორი რეკვიზიტებით გადაცემული საგადახდო დავალება ჩაითვლება შესასრულებლად მიღებულად და ბანკი პასუხს არ აგებს მისი შესრულების შედეგად დამდგარ ფაქტზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ შეცდომით გადაცემული საგადახდო დავალების გამო მომსახურე ბანკმა განიცადა ზარალი, კლიენტი პასუხისმგებელია ბანკისათვის მიყენებული ფაქტობრივი ზარალისათვის.

9.15.საგადახდო დავალების მიღება და შესრულება

9.15.1.საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც გადამხდელის ბანკი მიიღებს საგადახდო დავალებას, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებულია გადამხდელის თუ მიმღების მიერ. თუ საგადახდო დავალება გადამხდელის ბანკის მიერ მიღებულია მისთვის არასამუშაო დღეს, იგი მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება. გადამხდელის ბანკი უფლებამოსილია დააწესოს სამუშაო დღის გარკვეული დრო, რომლის შემდეგ მიღებული საგადახდო დავალება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება. სამუშაო დროზე ინფორმაცია ქვეყნდება ბანკის საიტზე ანდა ბანკის სერვის ცენტრებში.

9.15.2.თუ კლიენტსა და ბანკს შორის შეთანხმება ითვალისწინებს საგადახდო დავალების შეთანხმებულ დღეს (გადარიცხვის შესრულების მომავალი თარიღი) შესრულებას, დავალების მიღების მომენტად ითვლება შეთანხმებული დღე. თუ შეთანხმებული დღე არის ბანკისათვის არასამუშაო დღე, საგადახდო დავალების მიღების დღედ ჩაითვლება შეთანხმებული დღის მომდევნო სამუშაო დღე.

9.15.3.ბანკი ვალდებულია საგადახდო დავალების მიღების დღეს მხარეებს შორის შეთანხმებული ფორმით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აცნობოს გადამხდელს საგადახდო დავალების მიღება ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი.

9.15.4.თუ საგადახდო დავალება შეთანხმებულ დღეს უნდა შესრულდეს, კლიენტის ბანკი უფლებამოსილია საგადახდო დავალება მიიღოს ამ თარიღის დადგომამდე ნებისმიერ დროს, გადამხდელის ანგარიშზე ფულადი სახსრების არარსებობის მიუხედავად, თუკი გადამხდელსა და მის ბანკს შორის დადებული შეთანხმებით ან/და ბანკის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.16.საგადახდო დავალების უარყოფა

9.16.1.თუ ბანკი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე, იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აცნობოს კლიენტს ამის შესახებ ან სხვაგვარად ხდამინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომად შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არა უგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.

9.16.2.თუ დაცულია გადამხდელსა და ბანკის შორის შეთანხმებით და ბანკის წესებით განსაზღვრული მოთხოვნები, გადამხდელის ბანკს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს გადამხდელის მიერ ავტორიზებული საგადახდო დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებული იყო გადამხდელის თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9.16.3.თუ შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის ბანკს უფლება აქვს, უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის ბანკს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.17.საგადახდო დავალების შესრულების ვადები

9.17.1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე ბანკის მომხმარებლები არიან, ბანკი უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვაან/და მისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.17.2.თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ: ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისათვის არასამუშაო დღეა − არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.17.3.თუ მიმღების პროვაიდერი ვერ ახერხებს მიმღების იდენტიფიკაციას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

9.17.4.მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის პროვაიდერს გადასცეს მათ შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში.

9.18.მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ნაღდი თანხის შეტანისას თანხა დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომიანგარიშის მფლობელისთვის.

9.19.გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით თავის ბანკს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, და იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს შესაბამისი წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, მისი რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, ასევე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.

9.20.გადახდა შესრულებულად ითვლება მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის მომენტიდან. ამასთან ერთად მიმღებს უფლება აქვს, მის ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვამდე განსაზღვროს დრო ან გარემოება, როდესაც გადახდას შესრულებულად ჩათვლის.

 9.21.გადარიცხული და ჩარიცხული თანხების ოდენობები

9.21.1.გადამხდელის ბანკი, ასევე ამ პროვაიდერის ნებისმიერი შუამავალი, რომელიც საგადახდო დავალების შესრულებაში მონაწილეობს, ვალდებული, გადარიცხონ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.

9.21.2.იმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების ანგარიშზე ასახოს ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი თანხა მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობით, თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებთან შეთანხმებული ფორმით მიაწოდოს მას ინფორმაცია მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხისა და დაკავებული საკომისიოს ოდენობების შესახებ, თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულია საკომისიოს დაკავების შემთხვევა.

9.21.3.თუ გადარიცხული თანხიდან დაკავებულ იქნა საკომისიო, გადამხდელის ბანკი უზრუნველყოფს, რომ მიმღებმა მიიღოს გადამხდელის მიერ ინიციირებულ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა, თუკი მიმღებსა და გადამხდელის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების პროვაიდერი უზრუნველყოფს, რომ მიმღებმა მიიღოს საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 9.22.საგადახდო დავალების გაუქმებისა და გამოთხოვის დაუშვებლობა

9.22.1. კლიენტს არ აქვს უფლება, გააუქმოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია ბანკის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

9.22.2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გააუქმოს იგი, თუკი ეს დავალება გადაცემულია გადამხდელის პროვაიდერისთვის ან გადამხდელს მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს მიცემული.

9.22.3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში საგადახდო დავალების გამოთხოვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

9.23.საგადახდო დავალების ქაღალდით წარდგენა:

9.23.1.კლიენტის მიერ მოქმედი წესების დაცვით შედგენილი ქაღალდის საგადახდო დავალება ბანკს წარედგინება ერთ ეგზემპლარად, რომელიც წარმოადგენს დედანს. საგადახდო დავალების კლიენტისადმი დასაბრუნებელი მეორე ეგზემპლარი (ან ნებისმიერი სხვა რაოდენობა, რომელსაც ბანკი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და აისახება ოპერაციების წარმოების შესახებ ბანკის მიერ გაცხადებულ პირობებში – შიდასაბანკო წესებში) არის მისი ასლი (გადაღებული ასლგადამღები ტექნიკით, სკანერით და ა.შ – თუ ასლის გადაღება შესრულებულია ხარვეზების გარეშე). საგადახდო დავალების დედანი რჩება ბანკში და წარმოადგენს ოპერაციის შესრულების საფუძველს, ხოლო ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის ხელმოწერით და შტამპით დამოწმებული ასლი, სავალდებულო წესით, უბრუნდება კლიენტს;

9.23.2.კლიენტის მიერ ბანკში წარდგენილ საგადახდო დავალების ნაწილობრივი შესრულების პირობის მითითება დაუშვებელია.

10.ანგარიშსწორება საინკასო დავალებებით

10.1.უდავო წესებით თანხების გადახდევინებას (ჩამოწერას) ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანოები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პირებისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება.

10.2.სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებლები) კლიენტის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების პირველი პირების ან შესაბამისი წესით დამოწმებული დუბლიკატების და სახსრების ჩამოწერის შესახებ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახური – მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების და საინკასო დავალების ბანკში წარდგენასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების საფუძველზე.

10.3.ბანკში წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი გაფორმებული უნდა იყოს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

10.4.საინკასო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოწერა წარმოებს კლიენტის იმ ანგარიშებიდან, რომლებიც მითითებულია საინკასო დავალებაში.

10.5.საინკასო დავალება, რომელშიც მოცემულია კლიენტის რამდენიმე ანგარიში, პირველ რიგში, შესრულდება (განაღდდება) იმ ანგარიშიდან, რა ვალუტითაც არის წარდგენილი უდავო წესით გადასახდელი თანხა. თუ წარდგენილი ვალუტით არ არის საკმარისი თანხა შესაბამის ანგარიშზე, საინკასო დავალება შესრულდება ბანკის მიერ შერჩეული ანგარიშიდან (ანგარიშებიდან).

10.6.სხვა ვალუტით გახსნილი ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისას, კონვერტაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხოლო ბანკსა და კლიენტს შორის ანგარიშსწორების საკომისიო (გადარიცხვის საკომისიო, კონვერტაციის საკომისიო) განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფებით.

10.7.საინკასო დავალებას ბანკი მიიღებს შესასრულებლად კლიენტის საბანკო ანგარიშზე სახსრების არსებობის მიუხედავად. საბანკო ანგარიშზე სახსრების უკმარისობის შემთხვევაში დავალება აღირიცხება ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკაში და განაღდება მოხდება სახსრების შემოსვლის კვალობაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ.

10.8.უდავო წესით თანხების გადახდევინების საფუძვლიანობისა და სამართლიანობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახსრების ამომღებს და ამდენად ბანკი არ არის ვალდებული განიხილოს კლიენტის პრეტენზიები სახსრების უდავო წესით ჩამოწერის თაობაზე.

10.9.ბანკის კლიენტების საბანკო ანგარიშზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ბანკში ყადაღის დადების დოკუმენტის წარდგენისას, ჩერდება ყველა საინკასო დავალების შესრულება. კლიენტის საბანკო ანგარიშზე რამდენიმე ყადაღის აქტის ფარგლებში საინკასო დავალების წარდგენისას, საინკასო დავალებათა შორის უპირატესობის საკითხი არ დგება, რადგან ერთი ან მეტი ყადაღის აქტი ანგარიშზე გამორიცხავს ნებისმიერი აქტიური საბანკო ოპერაციის შესრულებას.

10.10.იმ შემთხვევაში, თუ საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ–ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.

11.საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებული ვალდებულებები

11.1.საგადახდო მომსახურების კლიენტი ვალდებულია:ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვის დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) დაიცვას მისთვის გაცემული საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა; გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის თაობაზე თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს.

11.2.ბანკი ვალდებულია:ა) მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად; ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მფლობელისა;გ) ნათლად გააცნოს საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები; დ)უზრუნველყოს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ მომხმარებლისგან ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია მიაწოდოს მას შეტყობინების მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი; ე) საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.

11.3.ბანკი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს საგადახდო ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.

11.4.ბანკი პასუხს არ აგებს მის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელია კლიენტი.

 12.შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ

12.1.კლიენტი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება, თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ ბანკს შეატყობინა ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დადგენილ ვადაში.

12.2.თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია ან არასწორად არის განხორციელებული, ბანკს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ გადახდის ოპერაცია ავთენტიფიცირებული ან/და სწორად განხორციელებული იყო და რომ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია.

12.3.თუ მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ეს არ ათავისუფლებს ბანკს ვალდებულებისაგან, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს კლიენტს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში.

12.4.კლიენტი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის. ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად ითვლება, თუ ის საქართველოში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდა და ინტერნეტგვერდი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

12.5.კლიენტი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ასევე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით.

12.6.კლიენტი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, თუ მან ოპერაცია განახორციელა ბანკის შეტყობინების მიღების შემდეგ, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.

12.7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს კანონის განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღებას, გადამხდელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.

12.8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს გარემოებები, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აუნაზღაუროს გადამხდელს ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, და შესაბამისი ვადები, თუ ეს გადახდის ოპერაცია ინიციირებულ იქნა მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით.

 13.ნგარიშსწორება საბანკო პლასტიკური ბარათებით

13.1.საბანკო პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება რეგულირდება საბანკო შესაბამისი დებულებით, კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული წინამდებარე და სხვა ხელშეკრულებით, ბანკებისა და პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადახდო სისტემების მომწოდებელ კორპორაციათა მიერ შემუშავებული წესების შესაბამისად.

13.2.ბანკი კლიენტის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე ბარათის მფლობელთან აფორმებს ამ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება: ა) ბარათის დასახელება და ტიპი; ბ) ბარათის გამოყენების წესი, შეზღუდვები, ყველა შესაძლო საკომისიო და საპროცენტო განაკვეთი; გ) ბარათის სტოპ-სიაში შეყვანის, გაუქმების და ამოღების წესები; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები; ე) ბარათის დაკარგვის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები; ვ) ბარათით წარმოებული ოპერაციების და სხვა უზუსტობების გასაჩივრების ვადები; ზ) დავის გადაწყვეტის პროცედურა და ვადები; თ) საჯარიმო სანქციების ამოქმედების წესი; ი) შესრულებულ ოპერაციებზე ინფორმაციისა და/ან ანგარიშიდან ამონაწერის მიწოდების პირობები.

13.3. ბარათის მფლობელს/ბარათის შემძენს ბარათის (ვირტუალური ბარათის შემთხვევაში - ბარათის რეკვიზიტებს), პინკოდს (ასეთის არსებობისას) და მოხმარების წესს გადასცემს ემიტენტი.

13.4. ემიტენტი ვალდებულია სადებეტო/საკრედიტო ბარათების (ვირტუალური ბარათის შემთხვევაში ბარათის რეკვიზიტების) გადაცემამდე მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება. აღნიშნული ბარათების გააქტიურებამდე (მისი საშუალებით ოპერაციების განხორციელებამდე) სავალდებულოა ბარათის მფლობელის სახელზე მიმდინარე ანგარიშის გახსნა.

13.5.არაპესონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის შემთხვევაში ბარათის შემძენთან შესაძლებელია არ გაფორმდეს ხელშეკრულება და მას გადაეცეს მხოლოდ ბარათით სარგებლობის პირობები და წესები. აღნიშნული ტიპის ბარათი მისი შემძენის მიერ შესაძლოა გადაცემულ იქნას სხვა ფიზიკური პირისათვის სარგებლობაში

13.6.ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის გაცემაზე ან განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.

13.7. პლასტიკური ბარათით მომსახურეობა გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული პლასტიკური ბარათის (შემდგომში „ბარათის"), მეშვეობით, ბიზნეს ბარათის გარდა კლიენტის მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას.

13.8. მოქმედი კანონმდებლობის, ბანკში არსებული წესების, პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადახდო სისტემების მომწოდებელ კორპორაციათა მიერ შემუშავებული წესების და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია მიიღოს ერთი, ან ერთზე მეტი ბარათი, რომელთა ტიპი განისაზღვრება ბარათის მფლობელის მიერ ყოველ კონკრეტულ ბარათთან დაკავშირებით ხელმოწერილი და ბანკში წარდგენილი განაცხადით. განაცხადი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მისი ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს რომ იცნობს ამ ხელშეკრულებას, ბარათით სარგებლობის და პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადახდო სისტემების მომწოდებელ კორპორაციათა მიერ შემუშავებული წესებს.

13.9. ბარათის მისაღებად ბარათის მფლობელმა ბანკს უნდა წარუდგინოს დადგენილი ფორმის შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე ბარათის დამზადების ღირებულება (ასეთის არსებობისას) და შეუმცირებადი ნაშთი ბანკში დადგენილი ტარიფების შესაბამისად (ასეთი მოთხოვნის არსებობისას);

13.10. ბარათის მფლობელის მიერ ბარათის დამზადების ღირებულების და შეუმცირებადი ნაშთის ანგარიშზე თანხის (ასეთი მოთხოვნის არსებობისას) შეტანიდან ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ბანკი ამზადებს და გადასცემს ბარათის მფლობელს დამზადებულ ბარათს და PIN-ს. სასწრაფო ბარათის დამზადების ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ; შესაძლებელია შეიცვალოს ბარათის დამზადების ვადები, რაზედაც კლიენტს მიეწოდება შესაბამისი ინოფომაცია.

13.11. ბარათის მფლობელისთვის საბარათე ოპერაციების შესრულებაზე ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება კლიენტის მიერ განაცხადში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, რაც არ წარმოადგენს საბანკო საიდუმლოების გამჟღავნებას. ყველა ინფორმაცია მიეწოდება SMS სერვისით (სერვისით სარგებლობის წესები და პირობები მოცემულია ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში ბანკისათვის მისაღები ფორმის მიხედვით). ბარათის მფლობელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღნიშნული სერვისით სარგებლობაზე, რის შესახებაც ის ვალდებულია მიუთითოს განაცხადში მისი შევსების დროს. უარის მიუთითებლობა წარმოადგენს კლიენტის პირდაპირ თანხმობას SMS სერვისით სარგებლობაზე და ტრანზაქციების შესრულებაზე ავტორიზაციის და ვერიფიკაციისთვის მიზნით გაგზავნილი კოდების SMS -ს საშუაებით მიღებაზე.

13.12.ბარათით სარგებლობის წესები დეტალურად მოცემულია ბარათით სარგებლობის, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურების შესახებ ბანკის მიერ შედგენილ საინფორმაციო მასალებში, პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადახდო სისტემების მომწოდებელ კორპორაციათა მიერ შემუშავებულ წესებში, განაცხადში და წინამდებარე ხელშეკრულებაში. კლიენტი ბარათის მიღებით ადასტურებს, რომ მას მიეწოდა ბარათით სარგებლობის ზემოხსენებული წესების ამსახველი ინფორმაცია. ბარათის დამზადებაზე და საბარათე ოპერახციების შესრულებაზე შესაბამის განაცხადზე გაკეთებული კლიენტის ხელმოწერით ანდა სხვა საშუალებით კლიენტის მიერ გაცემული თანხმობით დასტურდება ბარათით სარგებლობის წესებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი და საბარათე ოპერაციების შესრულებაზე თანხმობა. ბარათის სარგებლობის ნებისმიერი წესი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

13.13.მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ბარათის განახლება ხორციელდება ბარათით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით განაცხადის შევსების გზით და ახალი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე;

13.14.ბარათით სარგებლობის პერიოდი განისაზღვრება ბარათზე მითითებული ვადის მიხედვით.

13.15.იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ბარათის დამზადებაზე განაცხადის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ მიმართავს ბანკს და არ ჩაიბარებს დამზადებულ ბარათს ან ობიექტური მიზეზების გამო ბანკი ვერ უზრუნველყოფს ბარათის ჩაბარებას ბარათის მფლობელზე, ბანკი უფლებამოსილია აღნიშნული ბარათი გაანადგუროს. ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოიწერება ბარათის დამზადების და მომსახურების საკომისიო. ბარათის მფლობელისათვის საბარათე ანგარიშზე რიცხული შეუმცირებადი ნაშთისა და სხვა თანხების დაბრუნება (ასეთის არსებობისას) ხორციელდება მისი მოთხოვნისთანავე. ბარათის მფლობელს ბარათის დამზადების ღირებულება არ უბრუნდება.

13.16.ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს როგორც ბარათის გაცემაზე, ისე გაცემული ვადაგასული ბარათის განახლებაზე მიზეზების მითითების გარეშე.

13.17.ბარათით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს ბანკისმიერ გაწეული მომსახურეობის საფასური, რომელშიც შედის:

13.17.1.ბარათის დამზადების საფასური (ასეთის არსებობისას);

13.17.2.ბარათით სარგებლობის საკომისიოები;

13.18.ბარათის დამზადების საფასური და ბარათით საგებლობის საკომისიოებიუაქცეპტო წესით ჩამოიწერება ბარათის მფლობელის საბანკო ანგარიშებიდან.

13.19.ბარათის მფლობელის მიერ ბარათის დამზადების საფასურის და ბარათით სარგებლობის საკომისიოების გადაუხდელობა ბანკს აძლევს უფლებას შეაჩეროს ბარათის მოქმედება.

13.20.ბარათი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას;

13.21.საბარათე ანგარიშზე ბარათის მფლობელის მიერ სადებეტო ოპერაციები დაიშვება მხოლოდ ბარათის გამოყენებით;

13.22.ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს მის საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა შეუმცირებადი ნაშთისა და ბარათის მოხმარებასთან დაკავშირებული საკომისიოების გამოკლებით;

13.23.თანხის გადახარჯვის შემთხვევაში ბარათზე დაშვებულ ხარჯვის ლიმიტს ასევე გამოაკლდება გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიოები;

13.24.საბარათე ანგარიშის გამოყენება შეიძლება დამატებით იქნას შეზღუდული ბანკის მხრიდან შესაბამისი ლიმიტების და დანიშნულების ობიეტქების ჭრილში;

13.25.ბარათის მფლობელის განაცხადის საფუძველზე შესაძლებელია საბარათე ანგარიშზე დამატებითი ბარათის (ბარათების) დამზადება/გაცემა;

13.26.ერთ ბარათზე შესაძლებელია რამდენიმე სავალუტო ანგარიშის არსებობა. ანგარიშებიდან ხარჯვის პრიორიტეტულობას განსაზღვრავს ბარათის მფლობელი;

13.27.საბარათე ანგარიშზე თანხა შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო საბანკო ანგარიშსწორების გზით;

13.28.მინიმალური ნაშთი წარმოადგენს შეუმცირებელ მყარ ნაშთს, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ბანკში დადგენილი ტარიფების შესაბამისად;

13.29.საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხების განკარგვა დასაშვებია ბანკში დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, ხოლო შეუმცირებადი ნაშთის თავისუფალი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ საბარათე ანგარიშზე გაცემული ბარათის (ბარათების) გაუქმების შემთხვევაში ბანკში არსებული წესების შესაბამისად.

13.30.ბარათისმომსახურების პირობები:

13.30.1. ბარათის მფლობელისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა მთლიანად რეგულირდება ბანკში მოქმედი ტარიფებით;

13.30.2. ბარათის მფლობელი ან მისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია აანაზღაუროს (შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე) ბარათის დამზადების და მის ნებისმიერი სახის მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სახის გადასახადი, რომელიც დადგენილია ბანკის ტარიფებით;

13.30.3. ბანკი უფლებამოსილია, ხოლო კლიენტი არ არის წინააღმდეგი ბანკმა ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ბარათით მომსახურების ტარიფებში. აღნიშნულის შესახებ ბანკი ბარათის მფლობელის ინფორმირებას უზრუნველყოფს ბანკისათვის მისაღები საინფორმაციო საშუალებებით;

13.30.4. იმ შემთხვევაში თუ, ანგარიშსწორება განხორციელდა საბარათე ანგარიშის ვალუტისაგან (ვალუტებისაგან) განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ მოხდება თანხის დაკონვერტირება (ბანკის კომერციული კურსით) საბარათე ანგარიშის ვალუტაში და საბარათე ანგარიშიდან მისი ჩამოჭრა. ბარათის მფლობელი ასევე იხდის ამ ტრანზაქციაზე კონვერტაციის ოპერაციისათვის ბანკის მიერ დაწესებულ საკომისიოს;

13.30.5. კონვერტაცია ბანკის ქსელში მოხდება ანგარიშსწორების დღეს ბანკის მიერ დაწესებული კურსით, ხოლო ქსელის გარეთ „ვიზა" (VISA) ან „მასთერქარდიის" (MasterCard) მიერ დაწესებული კურსით;

13.30.6. ბარათი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას უკანონო მიზნისათვის, მათ შორის იმ საქონლისა და მომსახურების შესაძენად, რომელიც აკრძალულია საქართველოს მოქმედიკანონმდებლობით.

13.30.7. ბანკს უფლება აქვს თავისი ინიციატივით დააკავშიროს სხვადასხვა ვალუტის ანგარიში ერთ ბარათთან, ან რამდენიმე ერთი და იმავე ტიპის ბარათი ერთ საბანკო ანგარიშთან. ვალუტების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს ბარათის მფლობელი.

13.31.საბარათე ანგარიშზე არასანქცირებული და ავტომატური ოვერდრაფტის დაშვების, მომსახურების წესები და პირობები;

13.31.1. მინიმალური ნაშთი არის თანხა, რომელიც დაბლოკილია საბანკო ანგარიშზე ანგარიშის მოქმედების პერიოდის განმავლობაში. დაბლოკვის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

13.31.2. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტრანზაქციის შედეგად საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა აღმოჩნდება მინიმალურ ნაშთზე ნაკლები, ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეავსოს საბარათე ანგარიშზე არსებული მინიმალური ნაშთი.

13.31.3. საბარათე ანგარიშზე თანხების განკარგვა დასაშვებია ბანკის მიერ დადგენილი ლიმითების ფარგლებში.

13.31.4. არასანქცირებული ოვერდრაფტის ანუ ბანკის თანხმობის გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშ(ებ)ზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთის (დავალიანება) წარმოშობის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია შეავსოს თანხა მინიმალური ნაშთის ოდენობამდე არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობიდანარაუგვიანეს 3 (სამი) საბანკო დღისა.

13.31.5. საბარათე ანგარიშზე არასანქცირებული ოვერდრაფტი დაიშვება მხოლოდ საბარათე ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების მომსახურების ტარიფებით დადგენილი გადასახდელების ბანკის მიერ აღების მიზნით. არასანქცირებული ოვერდრაფტის დაშვება შესაძლებელია გამოწვეული იქნეს ტექნიკური ხარვეზების გამო, რაც ბარათის მფლობელს არ ათავისუფლება არასანქცირებული ოვერდრაფტის მინიმალური ნაშთის დონემდე შევსებისაგან ოვერდრაფტის მომსახურების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ოვერდრაფტის სარგებლობის პერიოდისათვის ანალოგიურ მომსახურებაზე ბანკში დადგენილი საპროცენტო განაკვეთით.

13.31.6. საბარათე ანგარიშზე სანქცირებული ოვერდრაფტის (ბანკთან შეთანხმებული საკრედიტო რესურსი, რომლის ათვისების უფლებასაც ბანკი აძლევს ბარათის მფლობელს) დაშვება და რეგულირება მოხდება საკრედიტო პოლიტიკის საფუძველზე შესაბამისი განახცადის და ასევე, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე;

13.32.ბარათის და საბარათე ანგარიშის მოქმედების შეჩერება, გაუქმება და ბარათის მფლობელის პასუხისმგებლობა:

13.32.1.ბარათის მოქმედება შეჩერდება ბარათის მფლობელი, ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ასევე ბარათის მფლობელის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების და ბარათით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ დროს;

13.32.2.ბარათის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მაქსიმალურად მცირე დროში (დაუყოვნებლივ) აცნობოს ბანკს;

13.32.3.ბანკი ვალდებულია ბარათის მფლობელის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს ბარათის შეჩერება (ბლოკირება) i) ლოკალურ სტოპ სიაში მაქსიმუმ 1 (ერთი) სრული საბანკო დღის განმავლობაში; ii) საერთაშორისო სტოპ სიაში მაქსიმუმ 2 (ორი) კვირის ვადაში.

13.32.4.ბანკი არ არის ვალდებული ზეპირი განაცხადის საფუძველზე ბარათის ბლოკირებაზე;

13.32.5.ბარათზე მითითებული ვადის განმავლობაში ბარათის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ბლოკირებული (შეჩერებული) ბარათით განხორციელებული უავტორიზაციო ტრანზაქციებით წარმოშობილი ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება (შეჩერება) განხორციელდა მხოლოდ ლოკალურ სტოპ-სიაში შეტანით.

13.32.6.ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გაასაჩივროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია მხოლოდ ბარათის საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანის შემთხვევაში.

13.32.7.ბარათის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს ბარათის სტოპ-სიაში შეტანის საკომისიო.

13.32.8.საბარათე ანგარიში დაიხურება საბანკო ანგარიშების დახურვის შესახებ წესების მიხედვით. ასევე, ბანკსა და „ვიზა" (VISA) ან „მასთერქარდიის" (MasterCard) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. შეწყვეტის შესახებ ბანკი ატყობინებს ბარათის მფლობელს საბარათე ანგარიშის დახურვის შესახებ.

13.32.9.ბარათის მფლობელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე. ამ შემთხვევაში საბარათე ანგარიშის დახურვისა და ბანკის მიერ ბარათის განადგურების შემდეგ ანგარიშის მფლობელს დაუბრუნდება საბარათე ანგარიშზე არსებული თანხები მხოლოდ ბანკის მიმართ ყველა დავალიანების დაფარვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ბარათის (ბარათების) ბანკისათვის გადაცემიდან ან ვადის გასვლიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში.

13.32.10. იმ შემთხვევაში თუ, ბარათის მფლობელი არღვევს ამ ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების პირობას;

13.32.11. საბარათე ანგარიშის დახურვამდე ან ბარათის ვადის ამოწურვამდე ბარათის მფლობელი ვალდებულია სრულად დაფაროს მის საბარათე ანგარიშზე რიცხული დავალიანება.

13.32.12.მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირებისას ან და ამისათვის უფლებამოსილი ორგანოების შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს ბარათის მოქმედება.

13.33.ბანკი ვალდებულია:

13.33.1.დაიცვას ბარათის მფლობელთან დაკავშირებული საბარათე ანგარიშების და ოპერაციების კონფიდენციალურობა, რაც ცნობილი გახდა მისთვის ბარათის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას. გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები;

13.33.2.მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ბარათის მფლობელს სრული და ზუსტი ინფორმაცია ამონაწერის სახით მისი საბარათე ანგარიშის მდგომარეობის შესახებ ბანკში არსებული ტარიფების მიხედვით;

13.33.3.გასაჩივრებული თანხების უკან დაბრუნების შემთხვევაში მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა;

13.34.ბარათის მფლობელი ვალდებულია:

13.34.1.დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმების, განაცხადის და ხელშეკრულების პირობები;

13.34.2.შეინახოს ბარათით განხორციელებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი ასეთი ოპერაციის განხორციელებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ისინი ბანკს;

13.34.3.თავის საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციების არცნობის შემთხვევაში წერილობით მიმართოს ბანკს ასეთი ტრანზაქციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივრები თანხის დაბრუნებაზე აღარ მიიღება. ბარათის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს „VISA"/ვიზა-ს „მასთერქარდიის" (MasterCard) მიერ პრობლემის გამოძიებასთან დაკავშირებული დამატებითი სახის ფასიანი მომსახურება ასეთის არსებობის შემთხვევაში;

13.34.4.არ დაუშვას სხვაპირების მიერ მისი ბარათის გამოყენების შესაძლებლობა;

13.34.5. აანაზღაუროს ბანკის მიერ გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია „VISA"/"ვიზას" „მასთერქარდიის" (MasterCard) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

13.35. ბარათის მფლობელი პასუხისმგებელია ბანკისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე და მის მიერ ბანკისთვის მიწოდებული მობილური ტელეფონის ნომრების მის მიერ გამოყენებაზე, რომელზეც იგზავნება წერილობით შეატყობინებები და SMS-ს კოდები/პინ კოდები, საბანკო ოპერაციებისტრანზაქციების ავტორიზაციის და ვერიფიკაციის პროცესებისთვის.

13.36. ბანკი უფლებამოსილია

13.36.1. მოახდინოს ბარათის ბლოკირება (შეჩერება) PIN კოდის 3-ჯერ ზედიზედ შეცდომით აკრეფის შემთხვევაში;

13.36.2. მოახდინოს ბარათის ბლოკირება (შეჩერება) იმ შემთხვევაში თუ ბანკს გააჩნია დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ ბარათზე ხორციელდება კანონით დადგენილი არასანქცირებული ოპერაციები ანდა მისი გამოყენება ხდება არაუფლებამოსილი პირის მიერ;

13.36.3. არ განიხილოს ბარათის მფლობელის საჩივარი ტრანზაქციაზე თუ იგი წარდგენილია დადგენილი წესების დარღვევით და დადგენილი ვადების გადაცილებით.

13.36.4.ბანკი არ არის პასუხისმგებელი: ა)ბარათის მფლობელსა და მომსახურე ობიექტს შორის წარმოქმნილ სადაო სიტუაციებზე; ბ) ბარათის არასანქცირებულ გამოყენებაზე, რაც არაა გამოწვეული ბანკის მიზეზით.

14.ბარათის დაცვის მექანიზმები

14.1. ბარათის არასანქცირებული მოხმარებისაგან დასაცავად გამოიყენება სულ მცირე ქვემოთ მოცემული მექანიზმებიდან ერთ-ერთი: ა) საბარათე ქვითარზე ხელმოწერის შედარება ბარათზე დატანილ ხელმოწერასთან; ბ) პინ-კოდი; გ) ელექტრონული (ინტერნეტ) გადახდის დროს ბარათის უკანა მხარეს არსებული „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი" (CVC2 ან CVV2), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არარეზიდენტი პირი მომსახურების/საქონლის მიწოდებისას არ ითხოვს ასეთ ინფორმაციას.

14.2. დამატებითი იდენტიფიცირების მიზნით დასაშვებია მფლობელის სურათის დაბეჭდვა ბარათზე

14.3. სტოპ–სიაში მოხვედრილი ბარათის გამოყენების მცდელობის შემთხვევაში სასურველია მომსახურე ობიექტმა ბარათით მოსარგებლე პირს ჩამოართვას ბარათი ან აღნიშნული ბარათი დაკავებულ უნდა იქნას ბანკომატის მიერ.

14.4. სავაჭრო/მომსახურების ობიექტი უფლებამოსილია ცხელი ხაზის საშუალებით გადაამოწმოს არაპერსონიფიცირებული ბარათის (გარდა არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის) გამოყენებისას ბარათის მფლობელი მისი პირადი ნომრითა და ბარათის ნომრით.

14.5. ბარათებზე (გარდა ვირტუალური ბარათებისა) მითითებული არის შემდეგი მონაცემები: ა) ბარათის მოქმედების ვადა; ბ) საბარათე საგადახდო სისტემის და ემიტენტის დასახელება ან/და მათი ლოგოტიპები; გ) ბარათის ნომერი; დ) ბარათის მფლობელის ხელმოწერის ადგილი; ე) ემიტენტის ცხელი ხაზის ნომერი; ვ) ემიტენტის მისამართი.

14.6. თუ წინასწარი გადახდის ბარათის გამოყენება ხდება მხოლოდ ერთ ობიექტში (ან ერთ იურიდიულ პირთან) გადახდის განხორციელების მიზნით, მაშინ ასეთ ბარათზე: ა) მაქსიმალური დასაშვები ნაშთი (ნებისმიერ მომენტში ოპერაციების განსახორციელებლად გამოსაყენებელი მაქსიმალური ჯამური თანხა) განისაზღვრება 3000 (სამი ათასი) ლარამდე;

14.7. თუ წინასწარი გადახდის ბარათის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე პირთან ან რამდენიმე ობიექტში გადახდის განსახორციელებლად, მაშინ ასეთ ბარათზე მაქსიმალური ნაშთი (ნებისმიერ მომენტში ოპერაციების განსახორციელებლად გამოსაყენებელი მაქსიმალური ჯამური თანხა) არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ერთი ათასი) ლარს.

15.ოპერაციები ბარათების საშუალებით

15.1. ბარათზე ფულადი სახსრები შეიძლება შეტანილ იქნას როგორც ნაღდი, ისე უნაღდო სახით.

15.2. სახსრების განკარგვა ერთსა და იმავე საბარათე ანგარიშიდან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ბარათით (დამატებითი ბარათით).

15.3. ბარათის მფლობელთან შეთანხმებით საკრედიტო ან სადებეტო ბარათის საშუალებით ოპერაციების შესასრულებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბარათის მფლობელის სხვა მიმდინარე ან/და მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშებზე არსებული თანხა. ანგარიშებზე არსებული თანხების გამოყენების თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბარათის მფლობელი.

15.4. ბარათის გადაცემის შემდეგ ბანკი: ა) ვალდებულია ბარათზე ჩარიცხული ფულადი სახსრები ხელმისაწვდომი გახადოს ბარათის მფლობელისთვის/ბარათის შემძენისათვის; ბ) ბარათის მფლობელის/არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს წარმოებული ოპერაციების შესახებ და ნაშთის შესახებ ინფორმაციის დროულად გადაცემა; გ) უფლებამოსილია განახორციელოს სხვა ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

15.5. ბანკს ეკრძალება არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით დაუშვას შემდეგი სახის ოპერაციები: ა) ნაღდი ფულის გაცემა; ბ) ინტერნეტში გადახდების განხორციელება; გ) თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ); დ) თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის/ მომსახურების ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო/მომსახურების ობიექტში; ე) დაბრუნებული ბარათის ხელახალი გამოყენება სხვა ან იმავე ბარათის მფლობელისთვის/არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის წარმომდგენისთვის; ვ) ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

15.6. ბანკს უფლება აქვს გამოსცეს არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათები, რომლებზეც არ იქნება მოთხოვნილი ავტორიზაცია ხელმოწერის და/ან პინ–კოდის მეშვეობით, დაუშვას ნაღდი თანხის გაცემა, თუ აღნიშნული ბარათის გამოყენება ხდება მხოლოდ ერთ ობიექტში (ან ერთ იურიდიულ პირთან).

15.7. ბანკს უფლება აქვს დაუშვას არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემა, მისი ინტერნეტში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოყენება, თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ), თუ ბარათის მფლობელი (ამ შემთხვევაში პირი, რომელიც მიიღებს ბარათს ბარათის შემძენისაგან ან თავად ბარათის შემძენი, თუ თვითონ აპირებს ამ ბარათის გამოყენებას) მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას და ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.

15.8. ბარათით ჩატარებული ოპერაციის ფაქტობრივი თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს საბარათე ანგარიშებზე მისი ასახვის თარიღისაგან. ეს განსხვავება რეგულირდება საბარათე სისტემის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

15.9. ბარათის მფლობელის მიერ პერსონიფიცირებული ან არაპერსონიფიცირებული საკრედიტო ბარათით განხორციელებული ოპერაციების შედეგად ბანკის მიმართ წარმოშობილი დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშის საშუალებით.

15.10. ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია ბარათის მფლობელად ემიტენტ ბანკში იდენტიფიცირებული პირი.

15.11. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის პერსონალური მონაცემების და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა (ჩატარებული ოპერაციები, ნაშთები და სხვ.). გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები ან/და ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საბარათე სისტემაში მონაწილეობასთან.

15.12. ბარათის მფლობელის იდენტიფიცირების პროცედურები, ასევე ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი განხორციელდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

15.13. ბანკი აღრიცხავს და ინახავს ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი ვადით მის მიერ გაცემული ყველა სახეობის ბარათების მფლობელებისა და მათი საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.

15.14. დროის ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს ბარათების მფლობელების საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე შესაბამის ბარათზე არსებული ნაშთების ან კონკრეტული ბარათის მფლობელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.

16.ბარათით განხორციელებული ოპერაციების დასტური

16.1. პოს-ტერმინალში ბარათით განხორციელებული ოპერაციის დამადასტურებელი საბარათე ქვითარი შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) ნაღდი ფულის გამცემი მომსახურე ცენტრის ან სავაჭრო/მომსახურე ობიექტის დასახელებას და მისამართს (სასურველია ტელეფონის ნომრის მითითება); ბ) ოპერაციის შესრულების თარიღს და დროს; გ) ტერმინალის იდენტიფიკატორს (ID); დ) შესრულებული ოპერაციის თანხას და ვალუტას; ე) ავტორიზაციის კოდს; ვ) ბარათის რეკვიზიტებს (საბარათე საგადახდო სისტემის დასახელება, ბარათის არასრული ნომერი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ ამ ნომრის ბოლო ოთხ ციფრს, პერსონიფიცირებული ბარათის მფლობელის სახელი და გვარი); ზ) ბარათის მფლობელის ხელმოწერას (ბარათის მფლობელის ხელმოწერა არ არის სავალდებულო, თუ გადახდის ოპერაცია სრულდება პინ-კოდის საშუალებით).

16.2. ოპერაციის განხორციელების შედეგად ბანკომატის მიერ გაცემული საბარათე ქვითარი შეიცავს ისეთ რეკვიზიტებს, როგორიცაა: ა) ბანკომატის მფლობელი ბანკის დასახელება; ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი და დრო; გ) ბანკომატის იდენტიფიკატორი (ID) და მისამართი; დ) შესრულებული ოპერაციის თანხა, ვალუტა; ე) ავტორიზაციის კოდი; ვ) ბარათის რეკვიზიტები (საბარათე საგადახდო სისტემის დასახელება , ბარათის არასრული ნომერი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ ამ ნომრის ბოლო ოთხ ციფრს, პერსონიფიცირებული ბარათის მფლობელის გვარი.

16.3.ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციის შედეგად გაცემული ელექტრონული ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) სავაჭრო/მომსახურე ობიექტის დასახელება და მისამართი; ბ) ოპერაციის განხორციელების თარიღი; გ) ობიექტის ონ-ლაინ საიტის მისამართი; დ) ტრანზაქციის თანხა და ვალუტა; ე) ავტორიზაციის კოდი;ვ) ბარათის რეკვიზიტები (საბარათე საგადახდო სისტემის დასახელება, ბარათის არასრული ნომერი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ ამ ნომრის ბოლო ოთხ ციფრს);

16.4.იმპრინტერის საშუალებით ბარათით განხორციელებული ოპერაციის დამადასტურებელი ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:ა) ბარათის რეკვიზიტები (არასრული ნომერი, მოქმედების ვადა, მფლობელის სახელი და გვარი);ბ) ოპერაციის ჩატარების თარიღი; გ) სავაჭრო/მომსახურე ობიექტის დასახელება და იდენტიფიკატორი;დ) შესრულებული ოპერაციის თანხა და ვალუტა; ე) ავტორიზაციის კოდი;ვ) ბარათის მფლობელისა და მოლარის ხელმოწერა.

16.5.ბარათით შესრულებული ოპერაციების შესახებ საბანკო ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას: ა) ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშის ნომერს და/ან ბარათის ნომერს; ბ) ვალუტას; გ) საწყის ნაშთს;დ) ოპერაციის დანიშნულებას; ე) შესრულებული ოპერაციის (სადებეტო/საკრედიტო) თანხას;ვ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროს, ადგილს (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან ბანკომატის მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით თუ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ექვაირერისგან); ზ) საბოლოო ნაშთს; თ) სხვა დამატებით ინფორმაციას.

 17.მოქმედებები ბარათის დაკარგვის შემთხვევაში

17.1. ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ბარათის მფლობელი 24–საათიანი ცხელი ხაზის მომსახურებით. ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი მითითებული უნდა იყოს ბანკსა ბარათის მოხმარების წესში. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ემიტენტის ვებ-გვერდზე, ასევე ბანკომატების ადგილმდებარეობის მიხედვით. ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს არსებული სატელეკომუნიკაციო კავშირებით, მათ შორის, მობილური ოპერატორის მეშვეობით.

17.2. ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტს აღნიშნულის თაობაზე, ხოლო ემიტენტი ვალდებულია დაბლოკოს აღნიშნული ბარათი.

17.3. ბარათის დასაბლოკად, ემიტენტმა ბარათის მფლობელთან წინასწარ შეთანხმებული მეთოდით უნდა მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება და არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაბლოკოს ბარათი. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი დაიბლოკება იმ შემთხვევაში, თუ ბარათით მოსარგებლე პირი უკვე წინასწარ არის ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებული.

17.4. ბანკი უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს (შეაჩეროს) ბარათი იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკს აქვს იმის დასაბუთებული ეჭვი, რომ ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები.

17.5. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დაკარგვის თაობაზე მფლობელმა განუცხადა ემიტენტს (დადგენილი წესების შესაბამისად) და ამის შემდეგ მოხდა საბარათე ანგარიშზე არასანქცირებული წვდომა, ბარათის მფლობელისათვის მიყენებული მთლიანი ზარალის ანაზღაურება ეკისრება ემიტენტს.

17.6. ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე, თუ შესაბამისი საბარათე სისტემის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილ

18.ანგარიშსწორება ჩეკებით

18.1.საანგარიშსწორებო ჩეკებით ანგარიშსწორება რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ბანკის მიერ შემუშავებული შიდასაბანკო წესებით და ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

19.ავტომატური გადარიცხვები

19.1.ავტომატური გადარიცხვების მომსახურება გულისხმობს კლიენტის ანგარიშებიდან კომუნალური მომსახურების საფასურის გადასახდელად ან სხვა დანიშნულებით ბანკის მიერ თანხების გადარიცხვას კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე, ავტომატური გადარიცხვების შესახებ კლიენტის განაცხადში მითითებული ფიქსირებული თანხის ან კლიენტის მომსახურე პირის მიერ კლიენტის დავალიანების შესახებ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

19.2.მხარეები თანხმდებიან, რომ ავტომატური გადარიცხვების შესასრულებლად ბანკის მიერ შექმნილ ელექტრონულ საგადახდო საბუთებს აქვთ ქაღალდზე დაბეჭდილი და ანგარიშის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.

19.3.წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი საბანკო ოპერაციებს განახორციელებს ამ ხელშეკრულებაში, ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის განაცხადსა და ბანკის მიერ გავცელებულ საინფორმაციო მასალაშიმოცემული მოთხოვნების და პირობების გათვალისწინებით.

19.4.ავტომატური გადარიცხვების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს ბანკის მიერ შემუშავებული განაცხადით.

19.5.ბანკი თავის მხრივ უზრუნველყოფს კლიენტის ავტომატური გადარიცხვებით ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული პირობების დაცვით.

19.6.უზრუნველყოფს კლიენტის ინფორმირებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით SMS-ის საშუალებით შესრულებული გადახდების თაობაზე.

19.7.ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ განაცხადში არასწორი ინფორმაციის მითითები გამოწვეული ზიანის გამო.

19.8.ბანკი უფლებამოსილია არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არასაკმარისი თანხის არსებობისას. ასევე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობისას.

19.9.ბანკი თვითონ განსაზღვრავს გადახდების პრიორიტეტებს.

19.10.კლიენტი ვალდებულია :

19.10.1.ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მიუთითოს ერთი ან ერთზე მეტი საბანკო ანგარიში . მითითებული ანგარიშებიდა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ანგარიში ლარში.

19.10.2.განაცხადში მითითებულ ერთ ერთ ანგარიშზე აუცილებლად იქონიოს ავტომატური გადარიცხვებისათვის საკმარისი თანხა (ნაშთი);

19.10.3.გადაიხადოს მომსახურების საფასური გადარიცხვის მომენტისთვის ბანკში მოქმედი გამოქვეყვებული ტარიფების შესაბამისად.

20.ანაბარი

20.1.ანაბრით მომსახურება გულისხმობს კლიენტის (შემდგომში „მეანაბრის") განაცხადის საფუძველზე ბანკის მიერ საანაბრო ანგარიშის გახსნას და ანგარიშზე რიცხული თანხისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვას.

20.2.ანაბრის ანგარიშზე ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი)ბანკი მოიპოვებს ანაბარზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.

20.3.თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი.

20.4.ანაბრებს შესაბამისად ერიცხება პროცენტები.

20.5.მოთხოვნის არსებობსი შესაბამისად ბანკი ვალდებული მეანაბრეს მიაწოდო ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.

20.6.ბანკში ანაბარი იხსნება შესაბამის განაცხადის წარდგენის საფუძველზე;

20.7.განაცხადის წარდგენის დღეს ბანკი მეანაბრეს უხსნის ანაბრის აღსარიცხავად ვადიანი ან მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშს (შემდგომში "ანაბრის ანგარიში”), რომელზედაც მეანაბრე განათავსებს ფულად თანხას (შემდგომში „ანაბარს");

20.8.მეანაბრის ანგარიშზე განთავსებულ თანხას დაერიცხება საპროცენტო სარგებელი ბანკში შევსებული შესაბამის განაცხადის და ხელშეკრულების საფუძველზე;

20.9.ვადიანი ანაბრის შემთხვევაში ანაბრის ვადის გასვლამდე მეანაბრის მიერ ანაბრის უკან გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ ბანკის მიერ დადგენილი ვადის გათვალისწინებით;

20.10.ანაბრის ანგარიშზე განთავსებულ თანხას დაერიცხება განაცხადში და შესაბამის ხელშეკრულებაში მითითებული წლიური სარგებელი. ბანკის მიერ შესაძლებელია მოხდეს საპროცენტო სარგებლის ცლილება, რის შესახებაც ბანკი კლიენტს (მეანაბრეს) ატყობინებს ბანკის მიერ გამოქვეყვებული საინფორმაციო მასალებით.

20.11.წლიური პროცენტი იანგარიშება თანხის ანგარიშზე მოხვედრის მომდევნო დღიდან ხელშეკრულებაში (განაცხადში) მითითებული ვადის ამოწურვამდე, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. იმ შემთხვევაში თუ, მეანაბრე ვადაზე ადრე გამოითხოვს ანაბარს მაშინ მოხდება პროცენტის ცვლილება ბანკის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო მასალებში მითითებული ოდენობით და ბანკში მოქმედი პირობების შესაბამისად;

20.12.დარიცხული პროცენტი მეანაბრეზე გაიცემა მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

20.13.ანაბრის ანგარიშზე შემოსავლის ან გასავლის ოპერაციები იწარმოება მხოლოდ ბანკში გახსნილი მეანაბრის მიმდინარე ანგარიშთან კორესპონდენციით.

20.14.ბანკი იღებს ვალდებულებას მეანაბრის განაცხადის დაკმაყოფილების შემტხვევაში მიიღოს მეანაბრისაგან როგორც ვადიანი ისე მოთხოვნამდე ანაბარი და დაარიცხოს მას საპროცენტო სარგებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;

20.15.ბანკი იღებს ვალდებულებას გასცეს მეანაბრეზე ანაბრის თანხა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად იმავე ვალუტაში, რაშიც იქნა მიღებული;

20.16.ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განკარგოს ანაბრის ანგარიშზე რიცხული თანხები საკუთარი სახელით და თავისი შეხედულებისამებრ.

20.17.ბანკი უფლებამოსილია კანონმდებლობის ან ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე ბანკის მიმართ დავალიანების არსებობის შემთხვევაში მეანაბრის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მეანაბრის ნებისმიერი საანაბრო და სხვა ანგარიშიდან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ.

20.18.ანაბარზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება მხარეთა დამატებითი შეთანხმებით ან ბანკის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო მასალაში მითითებული წესით, რომელიზ ზუსტად განსაზღვრავს მეანაბრის მიერ არჩეული ანაბრის მიღების, ანაბარზე პროცენტის დარიცხვის და სხვა წესებს.

20.19.იმ შემთხვევაში, თუ ანაბრის დაბრუნების თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, შესაბამისი თანხის მიმდინარე ანგრიშზე ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

20.20.მეანაბრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ბანკი ვადიან ანაბართან და მის სახესხვაობებთან დაკავშირებით გასცემს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემნახველ წიგნაკს.

20.21.2018 წლის 1 იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონის თანახმად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 5,000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.diagency.ge".ა) რა თანხა ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სააგენტოს მიერ? - ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში კლიენტის ანგარიშებზე (მათ შორის უცხოური ვალუტით) არსებული თანხები დაჯამდება და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურებას დაექვემდებარება 5,000 ლარამდე თანხა, ხოლო თუ თანხა აღემატება 5,000 ლარს, დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; ბ) როგორ ვისარგებლო დეპოზიტების დაზღვევით?- კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე; გ) კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების პირობები - სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღე, მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკს გააჩნია თუ არა შესაბამისი სახსრები; დ) ანაზღაურების ვალუტა - ლარი.

21.კლიენტის შესახებ ინფორმაციის მიღება და გაცემა, საბანკო საიდუმლოება, კლიენტის თანხობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, კრედიტ-ინფოს მონაცემტა ბაზაში ინფორმაციის განტავსება გამოთხოვაზე

21.1.კლიენტის განცხადებით, ამ ხელშეკრულების მიზნებისათვისგანაცხადის ან სხვა სახის დოკუმენტებით ბანკისათვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის სამეწარმეო საქმიანობისა და მისი როგორც გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ) არის უტყუარი, ზუსტი, სრული და ამომწურავი. კლიენტი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მისი საკონტაქტო მისამართის, სტატუსის ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

21.2.ბანკს უფლება აქვს კლიენტისაგან მიიღოს ყველანაირი საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნების შესასრულებლად.

21.3.ბანკი უფლებამოსილია აცნობოს კლიენტს ის ინფორმაცია, რაც ბანკის შეხედულებით, კლიენტის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ის დარღვევას ადასტურებს, რაც, საფრთხეს უქმნისვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, და მისცეს მას დროს აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად ან უარსაყოფლად;

21.4.ინფორმაციის წარმოუდგენლობა ბანკს აძლევს საფუძველს შეწყვიტოს კლიენტთან საბანკო მომსახურება;

21.5.როგორც ბანკი, ასევე კლიენტი იღებს ვალდებულებას დაიცვან ერთმანეთის შესახებ კომფიდენციალური ინფორმაცია, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე გაუფრთხილდნენერთმანეთის რეპუტაციას;

21.6.კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომბანკს" მიანიჭა უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განაცხადის დამუშავების და განაცხადებში მითითებული მონაცემების დაზუსტების/გადამოწმების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს ბანკისთვის აუცილებელი კლიენტის პერსონალური მონაცემები;

21.7.წინამდებარე ხელშეკრულებასთან მიერთებით კლიენტმა მივანიჭე უპირობო უფლება ბანკს მოიძიოს ინფორმაცია ჩემს შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს" (ს/კ - 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე ჩემთან დამატებითი შეთანხმების გარეშე ჩემი როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს", რაც იწვევს ჩემს აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომელის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წრამოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. სს „სილქროუდ ბანკს" უფლება აქვს ჩემი კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, ჩემთვის მომსახურების გაწევისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს ჩემს შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, ჩემს საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილებების/დამატებების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყიველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ჩემს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სასესხო/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგ, აგრეთვე ჩემი აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.

21.8.ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.

21.9.კლიენტი ამ ხელშეკრულებაზე მიერთებით თანხმობას აცხადებს „ბანკმა": ა) საბანკო პროდუქტებით მომსახურების მიზნით, არაერთჯერადად და შეუზღუდავად დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები (განსაკუთრებული კატეგორიის-პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან ანდა ბიომეტრიული მონაცემები; ბ) საქმიანობიდან გამომდინარე ამ დოკუმენტში მითითებულ ანდა ბანკის პროგრამაში რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებზე (ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარების და SMS შეტყობინებების,სხვა ელექტრონული ანდა სატელეკომუნიკაციო საშუალებით) აწარმოოს პირდაპირი მარკეტინგი საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზებაზე ანდა გამოაგზავნოს ნებისმიერი სახის საინფორმაციო/გამაფრთხილებები შეტყობინებები; გ) დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ჩემი და განცხადებაში მითითებული პირების ანდა საჯარო წყაროების გამოყენებით მოპოვებული პერსონალური მონაცემი; კლიენტი ადასტურებს, რომ: ა) მისთვის ცნობილია „ბანკის" მიზანი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თანხმობის გაცემის სამართლებრივი შედეგები;ამ დომუმენტის ხელმოწერამდე ბანკის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ზეპირად მომცა განმარტება საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის ამ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნის და აუცილებლობის შესახებ

22.მხარეთა შორისწარმოშობილი დავების გადაწყვეტა

22.1.მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაბარაკების საფუძველზე;

22.2.შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაშიწინამდებარე და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებიდან მომდინარე ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების მოშლასთან, შეწყვეტასთან და ბათილობასთან განხილული და გადაწყვეტილიქნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.

23.ინტერნეტ ბანკი

23.1. შესაბამისი განცხადებით ანდა მომსახურების მიღებით კლიენტის ამ ხელშეკრულებასთან მიერთების საფუძველზე კლიენტი უფლებამოსილია გამოიყენოს ინტერნეტ-ბანკის მომსახურება;

23.2. ინტერნეტ-ბანკის მომსახურების მეშვეობით კლიენტი შეძლებს ინტერნეტ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბანკო პროდუქტის მიღებას, რომლის საშუალებითაც კლიენტი ბანკში მიუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის საშუალებით შეძლებს ძირითადი საბანკო ოპერაციების წარმოებას. ინტერნეტ ბანკში დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის საბანკო მომსახურების მიწოდება შესაძლებელი იქნება 24 საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დღეს;

23.3. კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული დავალების საფუძველზე, კლიენტი ანიჭებს ბანკს უფლებამოსილებას ჩამოჭრას შესაბამისი თანხა მისი ანგარიშ(ებ)იდან და ასეთი თანხები კლიენტის დავალებით, კლიენტის სახელით გადაურიცხოს მიმღებს;

23.4. კლიენტის დავალებები შესრულებას ექვემდებარება კლიენტის იდენტიფიცირების შემთხვევაში ბანკში არსებული, ვებ გვერდზე გამოქვეყნებული, შესაბამისი წესების მიხედვით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

23.5. მხარეები ცნობენ და ადასტურებენ, რომ ინტერნეტ-ბანკის საშუალებით შესრულებულ ნებისმიერ ოპერაციას აქვს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა;

23.6. ეს ხელშეკრულება ავსებს და აკონკრეტებს მხარეთა შორის არსებულ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს;

23.7. ამ ხელშეკრულებიასთან მიერთებით კლიენტი ადასტურებს, რომ ის დეტალურად იცნობს ინტერნეტ-ბანკით სარგებლობის პირობებს (წესებს) და ეთანხმება მათ.

23.8. ლიენტის იდენტიფიკაცია და ინტერნეტ ბანკით სარგებლობის პირობები

23.8.1.ინტერნეტ ბანკით მომსახურებით სარგებლობის წესები გაწერილია მომხმარებლის სახელმძღვანელოში, რომლის გაცნობაც კლიენტს შეუძლია ბანკის ვებ-გვერდზე;

23.8.2.ინტერნეტ ბანკით მომსახურებით სარგებლობისას კლიენტი ინტერნეტის მეშვეობით შედის ინტერნეტ-ბანკის გვერდზე და წესების თანახმად შესაბამისი კოდ(ებ)ის გამოყენებით ახდენს იდენტიფიკაცია;

23.8.3.ბანკი უფლებამოსილია შექმნას დამატებითი მექანიზმები კლიენტის იდენტიფიკაციისთვის, გარკვეული სახის მომსახურების გასაწევად მოითხოვოს ბანკის მიერ კლიენტისთვის გადაცემული მოწყობილობების მეშვეობით შექმნილი (გენერირებული) კოდების გამოყენება;

23.8.4.თუ რაიმე მიზეზის გამო კოდ(ებ)ი დაიბლოკა, შემდგომში ინტერნეტ ბანკით მომსახურებით სარგებლობა კლიენტს შეუძლია არსებული ბლოკის მოხსნის შემდეგ, არსებული წესების შესაბამისად;

23.8.5.მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობა;

23.8.6.კოდების და გადაცემული ელექტრონული მოწყობილობებისდაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბანკს განცხადებით ახალი კოდების მისაღებად და ძველი კოდების დასაბლოკად/გასაუქმებლად.

23.9.ბანკს უფლება აქვს: ა) ინტერნეტ ბანკის მეშვეობით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;ბ)კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები; გ) კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთი ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა, ერთი მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების დადასტურების აუცილებლობა სხვა მომხმარებლის მიერ და სხვა); დ) გააუმჯობესოს მომსახურება, შეცვალოს მომსახურების მახასიათებლები, შეცვალოს მომსახურების ფასი, რაზეც ბანკს არ ესაჭიროება კლიენტიწინასწარ თანხმობა; ე) კლიენტის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის თაობაზე შეტყობინების მიღებისსაფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე ინტერნეტ-ბანკით მომსახურების შეჩერება, კლიენტის მხრიდან ახალი განკარგულებების მიღებამდე; ვ) თუ კლიენტის ანგარიშ(ებ)ის მართვა ხდება რამდენიმე ხელმოწერის („ფაქსიმილეს") გამოყენებით, კლიენტის ოპერაცია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით შესრულოს განაცხადში მითითებული პირობის მიხედვით; ზ) ბანკის არასამუშაო დეებში/საათებში კლიენტის მიერ მიცემული დავალებ(ებ)ის შესრულება განახორციელოს სამუშაო დღეებში/საათებში; თ) ბანკის არასამუშაო დღეებში/საათებში კონვერტაცი(ებ)ის ოპერაცია დაავტორიზოს და გაატაროს მომდევნო სამუშაო დღეს მოქმედი კომერციული კურსით; ი) კლიენტის მიერ ზედიზედ ორი თვის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღარ გაუწიოს (გაუთიშოს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.

23.10.ბანკი ვალდებულია: )გაუწიოს კლიენტს შესაბამისი მომსახურება; ბ) შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

23.11.კლიენტი უფლებამოსილია: ა) ინტერნეტ ბანკის საშუალებით განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაცია, განაცხადსა და ინტერნეტ ბანკის სარგებლობის წესებში მოცემული მოთხოვნების და პირობების სრული გათვალისწინებით; ბ) ინტერნეტ ბანკის მომხმარებლად დაარეგისტრიროს რამდენიმე პირი (მხოლოდ იურიდიული პირის სტატუსის მქონე კლიენტის შემთხვევაში), რომლებსაც ექნებათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად, ან ნაწილობრივ მიღების უფლება.

23.12.კლიენტი ვალდებულია: ა) უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ ბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, კოდები და ბანკის მიერ მისთვის გადაცემული ელექტრონული მოწყობილობები ავტორიზაციის კოდები; ბ) უსაფრთხოდ და საიდუმლოდ შეინახოს კოდ(ებ)ი და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ არ მოხდეს მათი არაავტორიზებული გამოყენება; გ) არ ჩაწეროს კოდ(ებ)ი ისე, რომ ისინი ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირისთვის; დ) უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ ბანკით სარგებლობის კოდ(ებ)ი და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ისინი არ გახდეს ხელმისაწვდომი მესამე პირთათვის; ე) არასოდეს გაუმხილოს დეტალები კოდ(ებ)ის შესახებ მესამე პირს, მათ შორის ბანკის თანამშრომლებს; ვ) არასოდეს ჩაწეროს კოდ(ებ)ი ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც ავტომატურად ინახავს ინფორმაციას (მაგალითად, კომპიუტერის „პაროლის შენახვის" ფუნქცია ან ინტერნეტის სხვა მსგავსი ფუნქცია); ზ) ინტერნეტ ბანკში პირველად შესვლისთანავე შეცვალოს პაროლი (Password) და დაიცვას მისი კონფიდენციალობა; თ) ხშირად ცვალოს პაროლი; ი) პაროლის, რომელიმე კოდის ან მოწყობილობის დაკარგვის, ან გამჟღავნების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამის შესახებ; კ) ტერნეტ ბანკის უშუალო გამოყენებამდე დარწმუნდეს, რომ მისამართის ველში ნამდვილად წერია ბანკის ვებ-მისამართი www.silkonline.ge და ამ მისამართის ორიგინალობა გადაამოწმოს უსაფრთხოების სერთიფიკატით; ლ) არ ენდოს ელ-ფოსტის მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომლებიც ბანკის სახელით ითხოვენ პირადი საბანკო მონაცემების მიწოდება/განახლებას;მ) კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ინტერნეტ ბანკით მომსახურების არაავტორიზირებული გამოყენების შესახებ ან ნებისმიერი არაავტორიზირებული ოპერაციის ან დავალების შესახებ, რომლის თაობაზედაც კლიენტმა შეიტყო ან გაუჩნდა ეჭვი, ან როდესაც კლიენტს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მისი კოდ(ებ)ი;ნ) ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტი ვალდებულია დახმარება გაუწიოს ბანკს და/ან სამართალდამცავ ორგაოებინტერნეტ ბანკით მომსახურების არავატორიზირებული გამოყენების შედეგად საგამოძიებო საქმეში; ო) დროულად გადაიხადოს ინტერნეტ ბანკით მომსახურების საფასური ან იქონიოს საბანკო ანგარიშზე მომსახურების საფასურის თანხა, რომლის უაქცეპტო ჩამოჭრის უფლება მინიჭებული აქვს ბანკს. პ) შეასრულოს ამ ხელშეკრულებით და სხვა დებულებებით დადგენილი ვალდებულებები.

23.13.კლიენტის დავალებების დამუშავება

23.13.1.კლიენტი აღიარებს და თანახმაა არ გამოიყენოს ინტერნეტ ბანკით მომსახურება უკანონო გზით ან ისე, რომ შელახოს სხვა მხარის უფლებები ანდა ჩაერთოს უკანონო საქმიანობაში;

23.13.2.ბანკის მიერ კლიენტის დავალების საფუძველზე გადარიცხვის ან სხვა სახის საბანკო/საგადახდო ოპერაციის განხორციელებისათვის კლიენტს უნდა ჰქონდეს საკმარისი თანხები შესაბამის ანგარიშ(ებ)ზე, მომსახურების საკომისიოს ჩათვლით;

23.14.ამ ხელშეკრულებაზე მიერთებით, კლიენტი მიმართავს და უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს:

23.14.1.დაეყრდნოს და იმოქმედოს ყველა დავალების შესაბამისად, რომელიც ავტორიზებულ იქნა ან ბანკი ჩათვლის, რომ ავტორიზებულია კლიენტის მიერ, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი დავალება განსახვავებულია ანდა ეწინააღმდეგება კლიენტის მიერ ნებისმიერ დროს გაცემულ ნებისმიერ სხვა უფლებას კლიენტის ანგარიშ(ებ)თან ან მის საქმიანობასთან მიმართებაში;

23.14.2.ჩამოჭრას კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ნებისმიერი თანხა, რომელიც ბანკმა გადაიხადა ან გაიღო ნებისმიერი დავალების შესაბამისად, რაც მოიცავს ყველა შესაბამის დაველების თანხას, მომსახურების ხარჯს ანგარიშ(ებ)ის მართვასთან და კლიენტის დავალების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით;

23.15.ბანკი კლიენტისგან დავალებას მიიღებს მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოგზავნა მოხდა ინტერნეტ ბანკით მომსახურების და კოდ(ებ)ის გამოყენების მეშვეობით , ინტერნეტ ბანკის მოხმარების წესების დაცვით;

23.16.ბანკი უფლებამოსილია, მაგრამ არაა ვალდებული შეამოწმოს დავალების ნამდვილობა;

23.17.კლიენტი აღიარებს და თანახმაა ბანკმა განახორციელოს/შეასრულოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოჭრას, იმ შემთხვევაში, თუ დავალების ავტორიზაცია კლიენტის მიერ არ მომხდარა, ამასთანავე არაავტორიზებულ ოპერაციაზე ან დავალებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება კლიენტს;

23.18.იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი ოპერაციის ან დავალების ღირებულება ბანკის მიერ დაწესებულ ლიმიტებს აღემატება ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაუკავშირდეს კლიენტს და შეამოწმოს ოპერაციის ან დავალების ავტორიზაცია. ბანკი ასევე უფლებამოსილია ასეთი ოპერაციის განხორციელება შეაჩეროს მანამ სანამ არ შეამოწმებს მის ნამდვილობას;

23.19.ბანკი უფლებამოსილია თავის შეხედულებისამებრ კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ინტერნეტ ბანკით მომსახურება კლიენტისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე, ასე მაგალითად, თუ ბანკს აქვს ეჭვი, რომ ირღვევა უსაფრთხოების ნომრები ან ინტერნეტ ბანკით მომსახურების შეჩერება მიზანშეწონილია სხვა მიზეზების გამო;

23.20.ბანკი მიიღებს ზომებს, რათა კლიენტს შეატყობინოს ინტერნეტ ბანკით მომსახურების დროებით შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ელექტრონული შეტყობინებების ან სხვა საშუალებით;

23.21.კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე ბანკი მიიღებს ყველა ზომას, რათა დროულად შეაჩეროს ან გააუქმოსნებისმიერი დავალების განხორციელება. ამასთანავე, ბანკს არ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული მოთხოვნის დაუკამყოფილებლობის შემთხვევაში, გარდა, იმ შემთხვევისა როდესაც ბანკი არ მიმართავს შესაბამის ზომებს;

23.22.კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს ბანკისათვის ნებისმიერი დავალების სწორი და სრული მიწოდება, ბანკი თავისუფლდება აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან;

23.23.ოპერაციის განხორციელება ყოველთვის არ არის სინქრონული მიღებულ დავალებასთან. ზოგიერთ შემთხვევაში დავალების განხორციელება შესაძლოა საჭიროებდეს გარკვეულ დროს ან შესრულდეს მხოლოდ სამუშაო საათებში, იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტ ბანკის მომსახურება ამგვარი საათების შემდეგაც იყოს ხელმისაწვდომი.

23.24.ბანკის პასუხისმგებლობა.

23.24.1.ბანკი მიმართავს ყველა ზომას, რათა უზრუნველყოს კლიენტისთვის ინტერნეტ ბანკით მომსახურებით მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე ბანკის კომპიუტერულ სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, ან იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ინფორმაცია მესამე მხარის მიერ არის მიწოდებული, აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე მესამე მხარის მიერ ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. პროდუქტის რთული სახეობისა და ბანკის კონტროლს მიღმა არსებულ გარემოებათა გამო ბანკი არ იძლევა გარანტიას ინტერნეტ ბანკით მომსახურების მეშვეობით მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე. ინტერნეტ ბანკით მომსახურების მეშვეობით ხელმისაწვდომი ზოგიერთი ინფორმაციის უტყუარობაზე და სიზუსტეზე ბანკი შეასძლოა იხსნიდეს პასუხისმგებლობას რის შესახებაც მითითებული იქნება შესაბამისი ვებ გვერდზე. თუ კლიენტი ეყრდნობა ამგვარ ინფორმაციას, მან უნდა გაითვალისწინოს ამგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება;

23.24.2.ბანკს კლიენტის წინაშე არ ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა, თუ:კლიენტს არ აქვს საკმარისი თანხა ანგარიშ(ებ)ზე, არ აქვს დაშვებული ოვერდრაფტი ან გახარჯული აქვს ანგარიშ(ებ)ზე დაშვებული ოვერდრაფტის ლიმიტი; სისტემა სათანადოდ არ მუშაობს და კლიენტმა აღნიშნულის შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ბანკის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადების მეშვეობით (ბანკის ვებ გვერდზე/ კლიენტის SMS შეტყობინება ან/და ბანისათვის მისაღები საშუალებების გამოყენებით); ბანკის კონტროლს მიღმა არსებული პირები ან ვითარება ხელს უშლის ოპერაციის განხორციელებას, ბანკის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად; ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო ანგარიშ(ებ)ზე არსებული თანხები ან მათი ნაწილი დაბლოკილია;ოპერაცია გადააჭარბებს ანგარიშ(ებ)ის ან ბანკის მიერ დაწესებულ ლიმიტს; თანხები ექვემდებარება სამართლებრივ შეზღუდვას; კლიენტი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათავლისწინებულ პირობებს; ბანკმა არ განახორციელა ოპერაცია, იმ შემთხვევაში თუ აქვს ეჭვი თაღლითობის ან უკანონო ქმედების შესახებ; კლიენტის მიერ გაკეთებული განაცხადი არასწორია, ან არასრულყოფილადაა შევსებული; ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში (მათ შორის ინტერნეტ ბანკის ვებ გვერდზე) მოცემული რეკომენდაციები კლიენტის მიერ არის შეუსრულებელი.

23.25.ინტერნეტ ბანკის ჩანაწერები და ოპერაციის პირობები

23.25.1.ბანკის ჩანაწერები, წარმოადგენს კლიენტის ბანკთან ურთიერთობის მადასტურებელ საბუთს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ჩანაწერი აშკარად უზუსტოა;

23.25.2.კლიენტი აღიარებს ბანკის მიერ განხორციელებულ ჩანაწერებს, როგორც იურიდიული ძალის მქონე საბუთს მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენს ორიგინალს და წარმოადგენს კომპიუტერიდან ამობეჭდილ საბუთს;

23.25.3.დავალების განხორციელებისას ინტერნეტ ბანკის ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ინტერნეტ ბანკის პროდუქტის პირობებს.

23.26.მოთხოვნები სისტემასთან/ვირუსებთან მიმართებაში

23.26.1.კლიენტი თანახმაა და აცხადებს, რომ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა კლიენტის ინტერნეტ პროვაიდერისა და/ან ნავიგატორის მეშვეობით ბანკის ვებ გვერდთან დაკავშირებისას. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ვირუსზე ან სხვა მსგავს პრობლემაზე, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ბანკით მომსახურებასთან. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც გამოწვეულია კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფის ან მოწყობილობის ბანკის სისტემასთან შეუსაბამობით. ბანკი იტოვებს უფლებას შეცვალოს სისტემური მოწყობილობების მოთხოვნები. ბანკი კლიენტს გაუგზავნის შეტყობინებას აღნიშნული სისტემური მოწყობილობების მოთხოვნების ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, თუ ამგვარი ცვლილება ხელს შეუშლის ან შეუზღუდავს კლიენტს ინტერნეტ ბანკით მომსახურებით სარგებლობას;

23.26.2.ბანკი არ არის პასუხისმგებელი ზარალზე ან ზიანზე, რომელიც მიადგა კლიენტის პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპიუტერს, ტელეკომინიკაციებს ან სხვა მოწყობილობებს და რაც გამოწვეულია კლიენტის მიერ ინტერნეტ ბანკით მომსახურებით სარგებლობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ზარალის მიზეზი არის ბანკის დაუდევრობა ან განზრახ ქმედება. ბანკი არ არის პასუხისმგებელი რაიმე ელექტრონულ ვირუსზე ან ვირუსებზე, რომელიც შეიძლება აღმოაჩნდეს კლიენტის კომპიუტერს ან მისი მონაცემთა ბაზას. ბანკის რეკომენდირებით კლიენტისათვის სასურველია რეგულარულად გაუკეთოს სკანირება თავის კომპიუტერს, დისკებს, და ინფორმაციის შესანახ სხვა მოწყობილობებს, სათანადო ანტი ვირუსის მეშვეობით, იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის აღმოჩენა და წაშლა. ვირუსმა შესაძლოა გაანადგუროს კლიენტის პროგრამები, ფაილები, ასევე კლიენტის კომპიუტერი. გარდა ამისა, კლიენტმა შესაძლოა უნებლიედ გადააგზავნოს ვირუსი სხვა კომპიუტერზე;

23.27.ინტერნეტ ბანკის მომსახურების ავტომატური გათიშვა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: კლიენტს ერიცხება ინტერნეტ ბანკის მომსახურების გადაუხდელი საკომისიოს დავალიანება; კლიენტის მიერ ირღვევა წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოქმედი წესები.

23.28.პაროლის ვადიანობისადმი მოთხოვნის პირობები

23.28.1.კლიენტის რეგისტრაციის დროს მისთვის გადაცემულ პაროლს აქვს გარკვეული ვადა, რის შესახებაც ეცნობება კლიენტს. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ამ ვადის განმავლობაში არ განახორციელებს ინტერნეტ ბანკში შესვლას, მაშინ აღნიშნული პაროლი აღარ იქნება ვალიდური და საჭიროა ახალი პაროლის აღება ბანკში;

23.28.2.ინტერნეტ ბანკში კლიენტის პირველად შესვლის შემდეგ სისტემა მოითხოვს პაროლის ცვლილებას;

23.28.3.კლიენტის მიერ ინტერნეტ ბანკში შეყვანილი ახალი პაროლის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ და მისი შეცვლის აუცილებლობის შესახებ ეცნობება კლიენტს; ამ ვადის გასვლის შემდეგ ყოველ მომდევნო ჯერზე სისტემაში შესვლისას რეკომენდაციის სახით ბანკის შეთავაზებს კლიენტს შეცვალოს არსებული პაროლი. კლიენტის მიერ რეკომენდაციის 5 - ჯერ იგნორირების შემთხვევაში სისტემა ავტომატურიად მოითხოვს პაროლის შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტის მიერ სისტემაში შესვლა ვერ განხორციელდება;

23.28.4.კლიენტის მიერ შეცვლილ პაროლს კვლავინდებურად გააჩნია გარკვეული ვადა;

24.SMS ბანკი/სერვისი

24.1.წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე SMS მომსახურების განხორციელებისათვის ბანკი იღებს ვალდებულებას კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განხორციელებული/განსახორციელებელი საბანკო ოპერაციებზე ინფორმაცია, ავტორიზაციის და ვერიფიკაციის SMS შეტყობინები და ერთჯერადი ანდა მრავალჯერადი კოდებიგადააგზავნოს კლიენტის მიერ ბანკის პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერზე;

24.2.კლიენტი ამ ხელშეკრულებაზე მიერთებით და SMS ბანკის სერვისით მომსახურების მოთხოვნით/აქტივაციით აცხადებს თანხმობას ბანკის პროგრამულ უზრუნველყოფაშიმითითებულ ტელეფონის ნომერზე: მიიღოს ინფორმაცია SMS შეტყობინების საშუალებით მის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განხორციელებული ოპერაციების, ნაშთების შესახებ, ვალუტის კურსების შესახებ, აწარმოოს ოპერაციები აქტიური SMS შეტყობინების მეშვეობით, მისცეს ბანკს დავალებები საბანკო ანგარიშებიდან თანხების გადარიცხბვის ანდა გატანის შესახებ.

24.3.SMS ბანკით მომსახურებისას საგადახდო დავალებებზე კლიენტის ხელმოწერის დაფიქსირება აღარ არის საჭირო და ხელმოწერის ჩანაცვლება ხორციელდება SMSბანკის სერვისით დავალების ვერიფიკაციის პროცესის დროს კლიენტისთვის გაგზავნილი დავალების აქტივაციის კოდის დაფიქსირების საფუძველზე;

24.4.კლიენტი ვალდებულია ნომრის ცვლილების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივაცნობოს ბანკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო საიდუმლოების გამჟღავნებაზე და პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებულ ნომრებზე დავალებების აქტივაციის კოდების სხვა არაავტორიზირებული პირების მიერ გამოყენებაზე.

24.5.კლიენტი აცხადებს, რომ სურს: SMS ბანკის სერვისით მიიღოს ინფორმაციული შეტყობინებები:

- ინფორმაციის მიღება აქტიური SMS შეტყობინების მეშვეობით;

- ინფორმაციული, შემახსენებელი SMS შეტყობინების მიღება;

- გასავლის ოპერაციების შესახებ SMS შეტყობინების მიღება;

- შემოსავლის ოპერაციების შესახებ SMS შეტყობინების მიღება;

- საკუთარ ანგარიშებს შორის განხორციელებული ოპერაციების შესახებ SMS შეტყობინების მიღება;

- ბარათით განხორციელებული ოპერაციების შესახებ SMS შეტყობინების მიღება;

- საგადახდო დავალებების ფორმირების, ვერიფიკაციის და საბანკო ოპერაციების შესრულების ავტორიზაციის კოდები;

- სხვადასხვა საბანკო პროდუქტების აქტივაციის და მომსახურების პინკოდებზე ინფორმაციები;

24.6.კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას რომ: SMS მომსახურების მიღების შედეგად შექმნისლი საგადახდო დავალებების და წარმოქმნილი გადასახდელები უაქცეპტო წესით ჩამოჭრას მისი საბანკო ანგარიშ(ებ)იდან და მიმართოს დანიშნულებისამებრ; საბანკო პროდუქტებით მომსახურების მიზნით, არაერთჯერადად და შეუზღუდავად დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები;საქმიანობიდან გამომდინარე ამ დოკუმენტში მითითებულ ანდა ბანკის პროგრამაში რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებზე ანდა საკომუნიკაციო საშუალებებზე (ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარების და SMS შეტყობინებების, სხვა ელექტრონული ანდა სატელეკომუნიკაციო საშუალებით) აწარმოოს პირდაპირი მარკეტინგი საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზებაზე ანდა გამოაგზავნოს ნებისმიერი სახის საინფორმაციო/გამაფრთხილებები შეტყობინებები

24.7. წინამდებარე ხელშეკრულებაზე მიერთებით და SMS ბანკის სერვისი და მისი აქტივაციის მოთხოვნით კლიენტი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია ამ სერვისით სარგებლობის წესები, თანხმობს გასცემს სამართლებრივ შედეგებზე;

 

 

15.02.2018 წელი

--------------------------------






 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK