მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




მოთხოვნამდე დეპოზიტი

დააბანდეთ თქვენი ფული შეზღუდვების გარეშე!


გახსენით დეპოზიტი ვადებისა და აუცილებელი ყოველთვიური შენატანის გარეშე.


მობრძანდით, გახსენით სილქ როუდ ბანკში მოთხოვნამდე დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია!



მოთხოვნამდე დეპოზიტის ძირითადი პირობები: 

  • ვალუტა - GEL / USD;
  • დეპოზიტის მინიმალური თანხა - არ არის შეზღუდული;
  • დეპოზიტის მაქსიმალური თანხა - არ არის შეზღუდული;
  • მინიმალური ნაშთი (მინიმალური თანხა, რომელსაც ერიცხება პროცენტი) - 1000 GEL / 4000 USD;
  • ვადა - უვადო;
  •  საპროცენტო სარგებელი ანგარიშდება რთული პროცენტის წესით და ყოველი თვის ბოლო რიცხვში ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას;

 

 

დამატებითი პირობები და მომსახურების ტარიფები:
  • იმ შემთხვევაში თუ დეპოზიტის ნაშთი 6 თვის განმავლობაში არ აღემატება მინიმალურ ნაშთს და ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტზე არ განხორციელებულა აქტიური ოპერაციები, მაშინ ყოველთვიურად (თვის ბოლო დღეს) განხორციელდება დეპოზიტის მომსახურების საკომისიოს მიღება 1 ლარის ოდენობით, ანგარიშზე აქტიური ოპერაციის შესრულებამდე; 
  • დეპოზიტის განაღდების საკომისიო შემოტანილი ნაღდი თანხის ფარგლებში - უფასო;

  • დეპოზიტის განაღდების საკომისიო ჩარიცხული თანხის ფარგლებში - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;


უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს. ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.


 


საპროცენტო სარგებელი:

ვადა მინიმალური ნაშთი * ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ** ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ***
GEL 1000 1.50% 1.60%
USD 4000 0.10% 0.10%

     * მინიმალური ნაშთი - მინიმალური თანხა, რომელსაც ერიცხება პროცენტი;

   ** პროცენტის დატიცხვა ხორციელდება დეპოზიტის სრულ თანხაზე;

  *** ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვლისას გაკეთებულია შემდეგი დაშვება: 

        მომხმარებელი ხსნის 1000 ერთეულით მოთხოვნამდე დეპოზიტს და თანხას აჩერებს ანგარიშზე 12 თვე.




დეპოზიტით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით               2 242 242, ან მობრძანდით ჩვენს ფილიალში!

 



 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK