მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




შემნახველი დეპოზიტი

ხარჯეთ და შეაგროვეთ თავისუფლად.

არ არსებობს დეპოზიტის გასახსნელად დაწესებული მინიმალური ზღვარი, არ არის განსაზღვრული დრო და არც ყოველთვიურად შემოსატანი აუცილებელი თანხა. უბრალოდ არსებობს თქვენი მოგებისათვის დაწესებული მაღალი საპროცენტო სარგებელი. 

გახსენით სილქ როუდ ბანკში შემნახველი დეპოზიტი, გაიტანეთ ნებისმიერ დროს თქვენი დეპოზიტიდან თანხა, კვლავ დააბრუნეთ როცა გენებოთ და მშვიდად მიიღეთ გარანტირებული მოგება.

მობრძანდით, გახსენით სილქ როუდ ბანკში შემნახველი დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია.


ძირითადი პირობები:

  • დეპოზიტის მინიმალური და მაქსიმალური ვადა - არ არის შეზღუდული
  • პირველადი შენატანი - არ არის შეზღუდული
  • მინიმალური ნაშთი - არ არის განსაზღვრული
  • ვალუტა - ლარი/აშშ დოლარი
  • დეპოზიტიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია პირად ანგარიშზე

შემნახველი დეპოზიტის ძირითადი უპირატესობანი:

  • პლასტიკური ბარათის მეშვეობით დეპოზიტის მართვის შესაძლებლობა
  • შეუზღუდავი რაოდენობითა და ვადით თანხის განთავსების შესაძლებლობა
  • სარგებლის დარიცხვა, როგორც დეპოზიტზე თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მინიმალურ თანხაზე, ისე მინიმალური თანხისა და ყოველი დღის ფაქტიური ნაშთის სხვაობაზე
  • დეპოზიტის გახსნის შემთხვევასი თქვენი სურვილის შემთხვევაში უფასოდ გადმოგეცემათ დეპოზიტის ანაგრიშზე მიბმული პლასტიკური ბარათი

მომსახურების ტარიფები:

  • დეპოზიტის გახსნა - უფასო
  • დეპოზიტის მომსახურება - უფასო
  • სარგებლის პლასტიკური ბარათის მეშვეობით გატანის საკომისიო - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად
  • სარგებლის ანგარიშიდან გატანა - უფასო
  • დეპოზიტის პლასტიკური ბარათით განაღდების საკომისიო - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად
  • დეპოზიტის განაღდება ანგარიშიდან შემოტანილი ნაღდი თანხის ფარგლებში - უფასო
  • დეპოზიტის განაღდება ჩარიცხული თანხის ფარგლებში - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად
  • თანხის გადარიცხვა პირად ანგარიშზე - უფასო

საპროცენტო სარგებელი და დარიცხვის პრინციპი:

ვალუტა ლარი აშშ დოლარი
საპროცენტო განაკვეთი მინ. თანხაზე 4.00% 2.50%
ნაშთ.სხვაობაზე 0.50% 0.50%

დამატებითი პირობები:

  • თუ 1 თვის განმავლობაში (არასრული თვე არ გაითვალისწინება) დეპოზიტის მინიმალური ნაშთი მცირეა 400 GEL / 200 USD -ზე, მაშინ ყოველი თვის ბოლო დღეს დეპოზიტიდან მოხდება 1 ლარის (ექვივალენტის) ოდენობით საკომისიოს ჩამოჭრა

 

პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეფექტური პროცენტის გამოთვლასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით 2 242 242, ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში!



 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK