მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




საბავშვო დეპოზიტი
ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილების მომავალზე!

საბავშვო დეპოზიტის მეშვეობით უკვე დღესვე შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენი შვილების მომავალ კეთილდღეობაზე. მცირედი ძალისხმევით შესაძლებელია უზრუნველყოთ თქვენი ბავშვების განათლებისა, თუ მათი კომფორტული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. 
მობრძანდით, გახსენით სილქ როუდ ბანკში საბავშვო დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია!


საბავშვო დეპოზიტის ძირითადი პირობები:

  • ვალუტა - GEL / USD / EUR;
  • დეპოზიტის მინიმალური თანხა - 5 GEL / USD / EUR;
  • დეპოზიტის მაქსიმალური თანხა - არ არის შეზღუდული;
  • ყოველთვიური მინიმალური შენატანი - არ მოითხოვება;
  • ვადა - მინიმუმ 3 თვე - ბავშვის სრულწლოვანებამდე;
  • საპროცენტო სარგებლის კაპიტალიზაცია ხორციელდება რთული პროცენტის წესით წელიწადში ერთხელ გახსნიდან ყოველი ერთი წლის გასვლის შემდეგ;

 

უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს. ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.



დეპოზიტების დაზღვევის სისტემა

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტარ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000.00 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდებათ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდებათ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

საპროცენტო სარგებელი:


ვადა/თვე განაკვეთი ლარი აშშ დოლარი ევრო
3 თვიდან - 24 თვემდე ნომინალური 5.00% 1.00% 0.50%
ეფექტური * 5.00% 1.00% 0.50%
მომდევნო 24 თვე ყოველი 24 თვის გასვლის შემდეგ ბანკში იმ დროისათვის ანალოგიურ პროდუქტზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი


* ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვლისას გაკეთებულია შემდეგი დაშვება: მომხმარებელი ხსნის                                        
  1000 ერთეულით საბავშვო დეპოზიტს 12 თვის ვადით.


  • აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი უცვლელია დეპოზიტის გახსნიდან 24 თვის განმავლობაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დეპოზიტს დაერიცხება იმ პერიოდისთვის ბანკში არსებული საპროცენტო განაკვეთი.
  • საპროცენტო სარგებლის რთული დარიცხვის წესი გულისხმობს წელიწადში ერთხელ დარიცხული პროცენტის დამატებას დეპოზიტის ძირითად თანხაზე.

დეპოზიტით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით            2 242 242, ან მობრძანდით ჩვენს ფილიალში!




 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK