მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




დოკუმენტური აკრედიტივი
თითოეულ ანგარიშსწორებას თავისი უპირატესობა გააჩნია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარისათვის.
საერთაშორისო ვაჭრობაში გადახდის ოთხი ფორმა არსებობს:
  1. საავანსო გადახდა;
  2. დოკუმენტური ინკასო;
  3. დოკუმენტური აკრედიტივი;
  4. ანგარიშსწორება ღია ანგარიშით.

რა უპირატესობა აქვს აკრედიტივს

დოკუმენტური აკრედიტივიარის ანგარიშსწორების ერთადერთი ფორმა, რომლის დროსაც უპირატესობაკონტრაქტში მონაწილე ორივე მხარეს ენიჭება, რადგან ვალდებულებები ორივე მხარეზე თანაბრად ნაწილდება.

აკრედიტივის ფაზები:

  1. პირველ ეტაპზე ხდება სავაჭრო კონტრაგენტების ერთმანეთთან დაკავშირება, როგორც წესი პოტენციური მყიდველი წარადგენს პოტენციურ გამყიდველთან გარკვეული სახის საქონლის თუ მომსახურების შეძენაზე ხელშეკრულებას, სადაცგადახდის პირობად მიეთითება ანგარიშსწორება დოკუმენტური აკრედიტივით;
  2. კონკრეტული პირობების განხილვის შემდეგ იდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება/კონტრაქტი;
  3. მყიდველი (აპლიკანტი) აწვდის ბანკს (ბანკი ემიტენტი) ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მუშავდება ბანკსა და გამყიდველს (ბენეფიციარს) შორის აკრედიტივის კონკრეტული პირობები;
  4. პირობების შეჯერების შემდეგ, მყიდველი (აპლიკანტი) ბანკში არსებული (განაცხადი/ხელშეკრულება) ფორმით ავალებს ბანკ ემიტენტს აკრედიტივის გახსნას გამყიდველის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ;
  5. ბანკი ემიტენტი უგზავნის აკრედიტივს გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკს;
  6. გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკი ამ უკანასკნელს გადასცემს (ავიზირებას უკეთებს) აკრედიტივს;
  7. გამყიდველი (ბენეფიციარი) აგზავნის საქონელს მყიდველთან (აპლიკანტთან);
  8. გამყიდველი (ბენეფიციარი) აკრედიტივით წინასწარგანსაზღვრულ დოკუმენტაციასწარადგენს გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკში;
  9. შემსრულებებლი ბანკი (შესაძლოა იყოს აპლიკანტის, ბენეფიციარის ან სხვა ბანკი) ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტაციას და აკრედიტივის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, აწარმოებს გამყიდველისათვის (ბენეფიციარისათვის) თანხის გადახდას;
  10. შემსრულებებლი ბანკი ინაზღაურებს გადახდილ თანხას აპლიკანტისგან (გამყიდველისგან) წინასწარდადგენილი პირობების საფუძველზე დოკუმენტაციის სანაცვლოდ;
  11. აპლიკანტი (გამყიდველი) მიღებული დოკუმენტაციით იღებს საქონელს აკრედიტივით განსაზღვრული პირისგან.

დოკუმენტური აკრედიტივით მომსახურების საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც ტექნიკური საკომისიოების დიდი ნაწილი განიხილება ინდივიდუალურად.



 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK