მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




ავტომატური გადარიცხვები
სილქ როუდ ბანკი თქვენს მიერ დათქმულ ვადებში, ყოველთვიურად თქვენს ნაცვლად დაფარავს ყველა კომუნალურ გადასახადს და განახორციელებს ნებისმიერ შეთანხმებულ გადარიცხვას

სარგებლობის ძირითადი მოტივები

ჩვენი სერვისი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად:

  • გადაიხადოთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების გადასახადები;
  • ტელეფონისა და ინტერნეტის გადასახადები გაერთიანებულ ტელეკომსა და გლობალ ერთში;
  • გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებსა და დეპოზიტებს შორის;
  • აწარმოოთ შიდა და გარე გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში;
  • ავტომატურად შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი.


ძირითადი უპირატესობები:

  • სერვისით სარგებლობის დაბალი ყოველთვიური საკომისიო;
  • შესაძლებლობა გადაიხადოთ როგორც თქვენი, ისე სხვა პირის გადასახადები;
  • გადარიცხვის წარმოების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღების შესაძლებლობა;


რეგისტრაციის პირობები


სერვისის მისაღებად საჭიროა:

  • გქონდეთ ანგარიში სილქ როუდ ბანკში;
  • შეავსოთ ავტომატური გადარიცხვების განაცხადი:
    • კომუნალური სახის გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ კომუნალური კომპანიების მიერ თქვენთვის მონიჭებული პირადი ნომერი (ქვითრებზე მითითებული);
    • შიდა და გარე გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ მიმღების რეკვიზიტები.


დამატებითი პირობები

  • ანგარიშსწორების წარმოება მოხდება კლიენტის მიერ არჩეული ძირითადი თანხიდან;
  • ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში ავტომატური გადარიცხვა განხორციელდება კლიენტის მხრიდან წინასწარ მითითებული დამატებითი ანგარიშიდან;
  • იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშები სხვადასხვა ვალუტებშია, ოპერაციები მათ შორის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, კონვერტაციის გზით წარმოებს;
  • ძირითად და დამატებით ანგარიშებზე გადარიცხვის დღეს თანხის არარსებობის შემთხვევაში გადარიხვა არ განხორციელდება;
  • გადარიცხული თანხა კომუნალური კომპანიების მონაცემთა ბაზაში აისახება არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის, ხოლო გარე გადარიცხვების შემთხვევაში მიმღები ბანკის ანგარიშზე თანხა აისახება არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
ავტომატურ გადარიცხვებზე რეგისტრაცია და მომსახურება

ოპერაცია ტარიფი
რეგისტრაცია უფასო
მომსახურების ყოველთვიური საკომისიო 2 GEL


ავტომატური გადარიცხვების სერვისის მეშვეობით ოპერაციების წარმოება



ოპერაცია ტარიფი
კომუნალური დავალიანების დაფარვა უფასო
მობ.ტელეფონის ბალანსის შევსება უფასო
საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვა უფასო
შიდა გადარიცხვები ბითიეი ბანკის სისტემაში უფასო
გარე გადარიცხვები სტანდარტული ტარიფი


 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK