მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




ანგარიშები
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიუჯეტის ეფექტურ მართვაში!

სილქ როუდ ბანკში თქვენ შეგიძლიათ გახსნათ და განკარგოთ საანგარიშსწორებო (მიმდინარე) და დამატებითი საანგარიშსწორებო ანგარიშები. სურვილის შემთხვევაში გახსენით ერთი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი ანგარიში ნებისმიერი დაგეგმილი ხარჯის განსახორციელებლად, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ოჯახის წევრებისთვის. ასევე, შეგიძლიათ ანგარიშიდან ყოველთვიურად გამოყოთ თანხა დამატებით ანგარიშზე, შვილის სწავლისთვის, სარემონტო სამუშაოებისთვის, კომუნალური ხარჯებისა თუ სხვა აქტივობისათვის. თავადვე დაადგინეთ თითოეული დამატებითი ანგარიშისთვის თანხობრივი ზღვარი, დაარქვით დამატებით ანგარიშებს მიზნობრივი სახელი, მართეთ აკონტროლეთ ყოველთვიური დანახარჯები და ეფექტურად განაგეთ თქვენი პირადი ბიუჯეტი.

საანგარიშსწორებო ანგარიშის (მიმდინარე) გახსნის შემთხვევაში შესაძლებელია:
  • აწარმოოთ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში;
  • მიიღოთ პლასტიკური ბარათი და უფასოდ მიაბათ ის ანგარიშს;

დამატებითი საანგარიშსწორებო ანგარიშის გახსნის შემთხვევაში შესაძლებელია:


  • გახსნათ შეუზღუდავი რაოდენობის დამატებითი ანგარიში კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად;
  • თითოეულ დამატებით ანგარიშს დაარქვათ მიზნობრივი სახელი;

ანგარიშის გასახსნელად საჭიროა:

მობრძანდეთ ბანკში და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.



 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK