მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




რჩევები ინტერნეტ თაღლითობისგან თავის დასაცავად
თარიღი 23/07/2019

ძვირფასო მომხმარებელო!


გვსურს გაგაფრთხილოთ, გახშირდა ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევები, რომლის დროსაც ინტერნეტ და სოციალურ ქსელში სს სილქ როუდ ბანკის სახელით ვრცელდება ყალბი შემოთავაზებები.


აღნიშნული გახლავთ ონლაინ თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა „ფიშინგი",რომლის მიზანიც არის ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური და კონფიდენციალური მონაცემების მოპოვება. „ფიშინგის"შემთხვევაში ბოროტმოქმედი თავს ასაღებს თქვენთვის ნაცნობ ორგანიზაციად/საიტად, რომელსაც ზუსტად იგივე დიზაინი აქვს, როგორიც რეალურს (თქვენთვის ნაცნობი და სანდო). საიტზე ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ბარათის ნომერი, პირადი ნომერი და სხვა) გადადის თაღლითების ხელში და შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის.


გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ მიღებულ ელექტრონულ წერილებს, თუნდაც ის ერთი შეხედვით საიმედო წყაროდან იყოს მოწერილი. დიდი ალბათობით გამომგზავნი შეიძლება იყოს ბანკი ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაცია.


როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან?


· ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას, ასევე პირადი ინფორმაციის, მაგ. ბარათის ნომრის შეყვანისას დარწმუნდით რომ იმყოფებით სილქ როუდ ბანკის დაცულ გვერდზე. დაცული გვერდი ყოველთვის იწყება: https:// და აქვს ბოქლომის ნიშანი. თუ რომელიმე სიმბოლო სხვანაირად წერია, ეს ნიშნავს რომ ვებ-გვერდი ყალბია.


· მაქსიმალურად შეზღუდეთ ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, ფორუმებზე და სხვა ინტერნეტ რესურსებზე. რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ თქვენზე, მით უფრო გაუადვილდება კიბერ-დამნაშავეს თქვენი მახეში გაბმა.


· თუ მიიღებთ მეილს, რომელიც გთხოვთ, რომ გადახვიდეთ ვებ-ბმულზე ან გახსნათ მიმაგრებული დოკუმენტი (თუნდაც ვორდის დოკუმენტი, რომლის გახსნის შემდეგ არის მოთხოვნა/მითითება რომ გაჰყვეთ ინსტრუქციას, ან გადახვიდეთ ლინკებზე), გადაამოწმეთ შეტყობინების აუთენტურობა გამომგზავნთან.


· აუცილებლად გამოიყენეთ ანტივირუსი.


· არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას ან მისი შინაარსი დაუჯერებლად საინტერესო ან მიმზიდველია (მაგ. „50.000 GEL საჩუქარი მე გელოდებით ბოლო დღე 23.07.2019"), რეალურად ასეთი ტიპის აქციების ბმულები არის თაღლითური ვებ გვერდები, რომლის საშუალებითაც ხდება ბარათის მონაცემების მოპოვება და თქვენი თანხების მითვისება).


· დაეჭვდით, თუ ელ-ფოსტა ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ანდა შეიცავს შეცდომებს.


გთხოვთ, კარგად გაათვითცნობიეროთ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ შეტევის მსხვერპლი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას და აუცილებლად გადაამოწმეთ ყველაფერი, რაც ოდნავ ეჭვს მაინც ბადებს. მხოლოდ ასე შეძლებთ დაიცვათ თავი კიბერ თავდასხმისგან და მინიმუმამდე შეამციროთ რისკები.





 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK